ერდოღანი: „არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოვაგვარებთ“

ერდოღანი: „არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოვაგვარებთ“

2037625
ერდოღანი: „არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოვაგვარებთ“

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ჩვენ მოვაგვარებთ არალეგალურ იმიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისა და ქვეყნის შიგნით კონტროლის გააქტიურებით“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება გუშინ, ანკარაში პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

„ჩვენ ინტენსიურ ძალისხმევას ვეწევით იმისთვის, რომ ლტოლვილები, რომლებსაც ჰუმანიტარული მიზეზების გამო ვიღებთ ჩვენს ქვეყანაში, ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ჩვენი საბინაო პროექტები, რომელიც დავიწყეთ კატარის ფინანსური მხარდაჭერით, დასრულებისას, მჯერა, რომ დაბრუნებულთა რიცხვი, ამჟამად დაახლოებით 600 ათასი იქნება და კიდევ უფრო გაიზრდება. ისევე როგორც ჩვენ მივეცით მაგალითი კაცობრიობას ჩვენი კეთილსინდისიერი პოზიციით, მთელი ამ პროცესის მანძილზე ჩვენ გამოვავლენთ სამაგალითო დამოკიდებულებას დაბრუნებულების მიმართ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები