პრეზიდენტი ერდოღანი ჯო ბაიდენს შეხვდა

პრეზიდენტი ერდოღანი ლიეტუვაში აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა

2009996
პრეზიდენტი ერდოღანი ჯო ბაიდენს შეხვდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიეტუვაში ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „მე მჯერა, რომ დროა სტრატეგიული მექანიზმის ფარგლებში (აშშ-თან) სახელმწიფოს მეთაურების დონეზე კონსულტაციები ჩატარდეს. შეხვედრას ამის პირველ ნაბიჯად მივიჩნევ. ჩვენი წინა შეხვედრები პრეზიდენტ ბაიდენთან მომზადების ტურებს ჰგავდა. მაგრამ ახლა ჩვენ ვიწყებთ ახალ პროცესს“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ბაიდენმა დაურეკა მას და მიულოცა მაისში თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ და შეერთებული შტატების პრეზიდენტს უთხრა: „წარმატებებს გისურვებთ მომავალ საარჩევნო პროცესში“.

განცხადების შემდეგ ერდოღანმა და ბაიდენმა პირისპირი შეხვედრა დაიწყეს.


საკვანძო სიტყვები: #ბაიდენი , #ერდოღანი , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები