პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრის ზონაში გაემგზავრა

პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრის ზონაში გაემგზავრა

1949459
პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრის ზონაში გაემგზავრა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოსმანიეში გაემგზავრა, რათა დაათვალიეროს 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონები.

ანკარის ესენბოღას აეროპორტიდან რეგიონში გამგზავრებულ ერდოღანს თან ახლავს ნაციონალური მოძრაობის პარტიის (MHP) თავმჯდომარე დევლეთ ბაჰჩელი.

პრეზიდენტი ერდოღანი ოსმანიეს შემდეგ გაზიანთეფის ნურდაღისა და ისლაჰიეს რაიონებს ეწვევა, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს შეხვდება და მიწისძვრის შემდეგ წარმოებულ სამუშაოებს შეისწავლის.

პრეზიდენტი გუშინ ჰათაისა და ქაჰრამანმარაშში იმყოფებოდა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები