გუშინ საღამოს თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ჰათაის დეფნეს რაიონში მომხდარ 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა

1948997
გუშინ საღამოს თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ჰათაის დეფნეს რაიონში 6,4 მაგნიტუდის და სამანდაღის რაიონში 5,8 მაგნიტუდის სიმძალვრის მიწისძვრები მოხდა.

მიწისძვრას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) განცხადებაში ნათქვამია: "20.04 საათზე (თურქეთის დროით) ჰათაის პროვინციის დეფნეს რაიონში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც ასევე იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებში, 16.7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა."

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ გვყავს 294 დაშავებული ორი მიწისძვრის შედეგად, რომელიც მოხდა დღეს ღამით ჰათაიში. მათგან, სამწუხაროდ, 18-ის მდგომარეობა მძიმეა“.

რეგიონში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გააქტიურებულია.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები