ზაპის რეგიონში PKK-ს კიდევ ორი ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ოპერაცია „კლანჭი“-ს ფარგლებში დღემდე 61 PKK-ს ტერორისტი იქნა განეიტრალებული

1231369
ზაპის რეგიონში PKK-ს კიდევ ორი ტერორისტი იქნა განეიტრალებული

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩრდილოეთ ერაყში წარმოებული ოპერაცია,  „კლანჭი“-ს პარალელურად ისევ ერაყის ჩრდილოეთში კერძოდ კი ზაპის რეგიონში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ საჰაერო ოპერაციები გრძელდება. ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზაპის რეგიონში გუშინ განხორციელებული საჰაერო ოპერაციის ფარგლებში PKK-ს კიდევ 2  ტერორისტი იქნა განეიტრალებული. მათივე განცხადების მიხედვით,  რეგიონში საჰაერო ოპერაციების დროს ასევე,  PKK-ს მიერ საცეცხლე წერტილებად, საცხოვრებლად, თავშესაფრად და საბრძოლო მასალის საწყობებად გამოყენებული ობიექტები დაბომბეს და გაანადგურეს.

მეორეს მხრივ, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებით, 27 მაისიდან ჩრდილოეთ ერაყში  დაწყებული სამხედრო ოპერაცია “კლანჭი“, რომელიც მიმართულია აქ თავშეფარებული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე PKK-ს 61 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.



მსგავსი ინფორმაციები