თურქეთი ავღანეთიდან წამოსული მიგრანტებისთვის იღდირში ბანაკს ააგებს

თურქეთი, ირანის გავლით ავღანეთიდან წამოსული მიგრანტებისთვის იღდირში ბანაკს ააგებს

947527
თურქეთი ავღანეთიდან წამოსული მიგრანტებისთვის იღდირში ბანაკს ააგებს

თურქეთი, ირანის გავლით ავღანეთიდან წამოსული მიგრანტებისთვის იღდირში ბანაკს ააგებს.

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა, მონღოლეთსა და ავღანეთში ვიზიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

პრემიერმა ილდირიმმა ბოლო პერიოდში აღმოსავლეთ საზღვრებზე მიგრანტების რაოდენობის გაზრდის ფაქტზეც ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, პრობლემა არა ირანიდან, არამედ ამ ქვეყნებიდან მომდინარეობს, დაიდანაც ეს მიგრანტები არიან. მისი თქმით, ბოლო ერთ წელიწადში აღმოსვლეთ საზღვრებიდან შემოსულთა რაოდენობა 146 ათასია და მათ შორის ავღანეთიდან წამოსულთა რაოდენობა დაახლოებით 50 ათასია.

„ავღანეთმა ტერორთან ბრძოლის საკითხზე მასშტაბური და მტკიცე პოლიტიკის გატარება დაიწყო. ბევრ ოპერაციას ატარებს. ეს კი მიგრაციას იწვევს. ძალიან შერჩევითი არ არიან, მაგრამ ჩვენ მოსულებიდან მათ, ვისაც ტერორთან რაიმე კავშირი აქვს, უკან ვაბრუნებთ. მათვის კი ვინაც არ მიდის, ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზომებს ვატარებთ. იღდირში ბანაკს ვაგებთ. მუშაობა დავიწყეთ. ბანაკი მათთვის, ვინც ირანის გავლით მოდის. აქ ძალიან სერიოზული საჭიროება გაგვაჩნია.“ - დასძინა პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირმმა.   



მსგავსი ინფორმაციები