თურქეთმა, აშშ-ს მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PYD/PKK-სგან არმიის შექმნის მცდელობა დაგმო

თურქეთმა, აშშ-ს მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PYD/PKK-სგან არმიის შექმნის მცდელობა დაგმო

888502
თურქეთმა, აშშ-ს მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PYD/PKK-სგან არმიის შექმნის მცდელობა დაგმო

თურქეთმა, აშშ-ს მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PYD/PKK-სგან არმიის შექმნის მცდელობა დაგმო და განაცხადა, რომ მის მიმართ წამოსული ყველა სახის საფრთხის აცილება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ტერორგანიზაცია PYD/YPG-ს აშშ-ს მხარდაჭერით სირიაში ეგრეთ წოდებული „საზღვრის დაცვის ძალების“ შექმნის მცდელობის თაობაზე საერთაშორისო პრესაში გავრცელებული ინფორმაციის გამო აშშ-ს საელჩოს დროებითი საქმეთა რწმუნებული 10 იანვარს ჩვენს სამინისტროში იქნა გამოძახებული და მას ახსნა განმარტება მოსთხოვეს.“

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ ამჯერად, დეაშთან ბრძოლის საერთაშორისო კოალიციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით, ნაწილობრივ PYD/YPG-ს ნაწილებისგან შესაქმნელი და PYD/YPG-ს მიერ მართული ეგრეთ წოდებული „სირიის დემოკრატიული ძალების“ სარდლობაში ასამოქმედებელი 30 ათას კაციანი ეგრეთ წოდებული „სირიის საზღვრის უსაფრთხოების ძალების“ შექმნის მიზნით კოალიციის სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად მუშაობის თაობაზე ინფორმაციების გავრცელება ჩანს... აშშ-ს ვალდებულებებთან და განცხადებებთან წინააღმდეგობაში მოსული PYD/YPG-სთან თანამშრომლობის გაგრძელების გამო ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და სირიის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეში ჩამგდები ამგვარი მცდელობები ყოვლად მიუღებელია. ამ დაჟინებულ მცდარ მიდგომას ვგმობთ და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თურქეთს მის წინააღმდეგ წამოსული ყველა საფრთხის აცილება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა კი აღნიშნა: „თურქეთი, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უსაფრთხოების დასაცავად საჭირო ზომების გატარებას გააგრძელებს. ამ ფარგლებში თურქეთი იტოვებს უფლებას ლეგიტიმური სამიზნე ტერორგანიზაციების წინააღმდეგ ყველა სახის ზომა გაატაროს ისე რომ ადგილი, დრო და ფორმა თავად განსაზღვროს.“

აშშ-ს ლიდერობით დეაშის წინააღმფრგ კოალიციის პრესსპიკერმა პოლკოვნიკმა რაიან დილონმა აღნიშნა, რომ სირიაში ძირითადად (PYD/PKK-სდამფარველი) სირიის დემოკრატიული ძალებისაგან 30 ათას კაციან „საზღვრის უსაფრთხოების ძალებს“ შექმნიან.



მსგავსი ინფორმაციები