თურქეთში ტრამპის გადაწყვეტილებას მწვავე რეაქციები მოჰყვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ, განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლების იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების განცხადებას გმობს

862858
თურქეთში ტრამპის გადაწყვეტილებას მწვავე რეაქციები მოჰყვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუდ ჩავუშოღლუმ, განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლების იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების განცხადებას გმობს.

ჩავუშოღლუმ სოციალური ქსელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „აშშ-ს ხელისუფლების იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და ისრაელში მდებარე საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე გაკეთებულ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას შეშფოთებით ვხვდებით და ვგმობთ. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის და გაეროს სათანადო გადაწყვეტილებების დარღვევაა.“

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია: „აშშ-ს ხელისუფლებას ამ მცდარი გადაწყვეტილების გადახედვისა და გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმისგან თავის შეკავებისაკენ მოვუწოდებთ.“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილებას თურქეთისთვის ძალა არ გააჩნია.

ქალინმა ტრამპის პროვოკაციულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის ძალა არ აქვს. აშშ-ს ხელისუფლების იერუსალიმთან დაკავშირებულ უპასუხისმგებლო და არაიურიდიულ განცხადებას ვგმობთ. მთელმა მსოფლიომ საერთაშორისო სამართლისა და გაეროს გადაწყვეტილებების დამრღვევი ეს გადაწყვეტილება უნდა უარყოს და პალესტინელი ხალხის გვერდით უნდა დადგეს.“



მსგავსი ინფორმაციები