უშიშროების საბჭოს შეკრება დასრულდა

უშიშროების საბჭოს შეკრება დასრულდა

812458
უშიშროების საბჭოს შეკრება დასრულდა

პრეზიდენტის, რეჯებ თაიპ ერდოღანის, თავმჯდომარეობით შეკრებილი ეროვნული უშიშროების საბჭოს 3 საათიანი შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც განცხადება გავრცელდა. მასში ნათქვამია, რომ ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის მიერ რეფერენდუმის ჩატარება არალეგალური და მიუღებელია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეფერენდუმი საფრთხეს უქმნის თურქეთის უსაფრთხოებას.

"ექრმ-ის მიერ, ყველა გაფრთხილების მიუხედავად, რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, თურქეთი, იცავს საერთაშორისო და ორმხრივი შეთანხმებების მიერ მინიჭებულ უფლებებს" - ხაზგასმულია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთი მზად არის წვლილი შეიტანოს ექრმ-სა და ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებას შორის პრობლემის მოგვარებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ერაყი , #რეფერენდუმი

მსგავსი ინფორმაციები