აშშ-ში მყოფი პრეზიდენტი ერდოღანი დონალდ ტრამპს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დასასწრებად აშშ-ში მყოფი პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი, ნიუ-იორკში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა

811796
აშშ-ში მყოფი პრეზიდენტი ერდოღანი დონალდ ტრამპს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დასასწრებად აშშ-ში მყოფი პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი, ნიუ-იორკში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.   

50 წუთიანი შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად „შეხვედრაზე, რეგიონალური პრობლემების მოგვარებისათვის თანამშრომლობის გაფართოებაზე და ყველა ტერორგანიზაციასთან ბრძოლის მტკიცედ გაგრძელების საკითხზე შეთანხმდნენ. ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ წინააღმდეგნი არიან 2017 წლის 25 სექტემბერს ერაყში ქურთული რეგიონალური მმართველობის მიერ დაგეგმილი რეფერენდუმისა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამგვარ ნაბიჯს სერიოზული შედეგები მოჰყვება.“

ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა კი შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება სოციალური ქსელით გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ „შესანიშნავია პრეზიდენტ ერდოღანის აშშ-ში მასპინძლობა.“

ერდოღანმა და ტრამპმა შეხვედრის პრესისათვის ღია ნაწილში პრესისათვის განცხადება გააკეთეს.

ეროღანმა განცხადება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ამერიკაში, სადაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ვიმყოფებით, ჩემს ძვირფას მეგობარ, დონალდ ტრამპთან ერთად პირისპირ და დელეგაციათა შორის შეხვედრებს ჩავატარებთ... მჯერა, რომ როგორც ამერიკა-თურქეთის ურთიერთობების, ასევე რეგიონალური მოვლენების და მსოფლიოში მიმდინარე სხვა საკითხების განხილვის შესაძლებლობა გვექნება... მეც ამ შესაძლებლობისთვის მას განსაკუთრებით მადლობას მოვახსენებ.“  

ტრამპმა კი აღნიშნა: „მეგობრის, პრეზიდენტ ერდოღანის, გაცნობა დიდი პატივია. ის მსოფლიოს რთულ რეგიონში მუშაობს. მკაფიოდ და ღიად რომ ვთქვათ, ბევრ ქულას აგროვებს და აშშ-თან ერთად მუშაობს. ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავი მეგობრობაა. ჩემის აზრით, ჩვენ ახლა ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს და ამის დიდი ნაწილი პიროვნულ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული.   

ტრამპმა ერდოღანს მადლობა გადაუხდა და დასძინა, რომ დიდი პატივია მისი ამერიკაში ხილვა



მსგავსი ინფორმაციები