ერდოღანი ვაშინგტონს მიემგზავრება

იგი მონაწილეობას მიიღებს ბირთვული უსაფრთხოების სამიტში

460561
ერდოღანი ვაშინგტონს მიემგზავრება


იგი მონაწილეობას მიიღებს ბირთვული უსაფრთხოების სამიტში.

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით ერდოღანი ვაშინგტონს მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ბირთვული უსაფრთხოების სამიტში. ასეთი სამიტები ამერიკის დედაქალაქში 2010 წლის შემდეგ ტრადიციულად იმართება და თურქეთი მასში აქტიურ მონაწილეობას იღებს. სამიტზე ბირთვული ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ბირთვული და რადიაციული მასალების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებაზე და მის მიმართ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე იქნება ყურადღება გამახვილებული. ერდოღანს სამიტის ფარგლებში პირისპირი შეხვედრები აქვს დაგეგმილი მსოფლიოს მრავალ ლიდერთან და საუბრის თემა პარიზში, ბრიუსელში, სტამბოლში და ანკარაში მომხდარი ტერაქტები იქნება. თურქი პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს მარილანდში მეჩეთის და თურქული კულტურის ცენტრის გახსნის ცერემონიაში, შეხვდება ბიზნესის და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, იუწყება თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის



მსგავსი ინფორმაციები