თურქეთის ავიაციამ პკკ-ს ძლიერი დარტყმა მიაყენა

თურქეთის ავიაციამ პკკ-ს ძლიერი დარტყმა მიაყენა

458176
თურქეთის ავიაციამ პკკ-ს ძლიერი დარტყმა მიაყენა

თურქეთის ავიაციამ პკკ-ს ძლიერი დარტყმა მიაყენა

თურქეთის შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა ჩრდილოეთ ერაყის ავაშინის და ბასიანის რეგიონებში არსებული ქურთული ტერორგანიზაცია PKK-ს ობიექტები დაბომბეს. ოპერაციის შედეგად ტერორისტების კუთვნილი სამხედრო არსენალები და საწყობები მთლიანად იქნა განადგურებული. ორივე საჰაერო ოპერაციაში ავიაციის კუთვნილი F-16-ს და F-4-2020-ს ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები იყო ჩართული. მეორეს მხრივ თურქეთის ქალაქებიდან მარდინში, შირნაქში და ჰაქქარიში ჩატარებული ოპერაციების შედეგად 24 ტერორისტი იქნა განადგურებული. ოპერაციების შესახებ განცხადება ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოპერაციების შედეგად ლიკვიდირებულ ტერორისტებთან ერთად მათ მიერ ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებებიც იქნა განადგურებული.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #პკკ , #ოპერაციები

მსგავსი ინფორმაციები