ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობით შეიკრიბა

ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობით შეიკრიბა

425387
ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობით შეიკრიბა
გუშინ თურქეთში 2016 წლის პირველი ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტ ერდოღანის თანათავმჯდომარეობით შეიკრიბა, რომელიც ექვს საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. შეკრების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება ხაზგასმით აღინიშნა. განცხადებაში ასევე ნათქვამია რომ ტერორგანიზაცია PKK-ს მიერ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ და სხვა რეგიონებში მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრებაზე ასევე სირიაში მიმდინარე მოვლენებიც იქნა განხილული და აღინიშნა, რომ სირიის ოპოზიციურ ძალებთან ერთად სირიელი თურქმენების მიმართ დახმარების გაწევა უნდა გაგრძელდეს. შეხვედრაზე ასევე რუსეთის მიერ სირიაში გატარებულ პოლიტიკაზე, ლიბიაში, იემენში, ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებთან ერთად თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხსა და თურქეთის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ თავდასხმებზეც ისაუბრეს.


მსგავსი ინფორმაციები