ევროინტეგრაციის მინისტრი ვაშინგტონშია

იგი ბარაკ ობამას მონაწილეობით გასამართ კონგრესის წევრების ყოველ წლიურ ღონისძიებაზე თურქეთს წარადგენს

212309
ევროინტეგრაციის მინისტრი ვაშინგტონშია

ევროინტეგრაციის მინისტრი და მოლაპარაკებების მთავარი მწარმოებელი ვოლკან ბოზქირი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მონაწილეობით გასამართ კონგრესის წევრების ყოველ წლიურ ღონისძიებაზე თურქეთს წარადგენს.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ვაშინგტონში მყოფი ბოზქირი შეხვედრებს მართავს.

გუშინ იგი წარმომადგენელთა პალატის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფისა და ტრანს-ატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციების პარტნიორობის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა.

ვოლკან ბოზქირი ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს მასპინძლობით გამართულ მიღებაზე ვაშინგტონსა და მის რეგიონში მყოფ სტუდენტებსა და პედაგოგებსაც შეხვდა.

თურქეთის ევროინტეგრაციის მინისტრი ვაშინგტონში ვიზიტის დროს ბარაკ ობამასა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის უფლებამოსილის მონაწილეობით გასამართ საუზმეს დაესწრება.

ვოლკან ბოზქირი ამასთანავე აშშ-სა და ევროკავშირს შორის ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციების პარტნიორობის შეთანხმების თურქეთზე შესაძლო გავლენის თაობაზე ობამას ხელისუფლებისა და კონგრესის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრებზე ისაუბრებს.

ამავე თემაზე ბოზქირი კონფერენციას გამართავს ერთ-ერთ ანალიტიკურ ცენტრში.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები