ერდოღანი სამშობლოში დაბრუნდა

იგი ვიზიტით იმყოფებოდა აფრიკაში

197090
ერდოღანი სამშობლოში დაბრუნდა



პრეზიდენტმა ერდოღანმა აფრიკული მოგზაურობის ფარგლებში დაასრულა ვიზიტი ჯიბუტში და აქედან სომალიში გადავიდა რა, დედაქალაქ მოგადიშოს აეროპორტში მას ოფიციალური დახვედრა მოუწყო სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მაჰმუდმა.

შემდეგ ორივე პრეზიდენტმა ამავე აეროპორტში მონაწილეობა მიიღეს თურქული ფირმის მხრიდან გაშენებული ახალი ტერმინალის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში, ხოლო შემდეგ მოგადიშოს ცენტრში სომალი-თურქეთის ერთობლივი საავადმყოფოც გახსნეს, რომელიც აშენებულ იქნა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის ცენტრ TİKA-ს მხრიდან.

აქ წარმოთქმულ სიტყვაში ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მომავალშიც გააგრძელებს ყველანაირ დახმარებებს სომალისადმი.

მასპინძელმა პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ურთიერთობების დაახლოებაში შეტანილი დიდი წვლილის გამო ერდოღანი სომალის სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა.

თურქმა პრეზიდენტმა დაასრულა აფრიკული მოგზაურობა და სამშობლოში დაბრუნდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები