თავდასხმა პარიზში

თავდასხმასთან დაკავშირებით თურქეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები

177091
თავდასხმა პარიზში

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარიზში ჟურნალ Charlie Hebdo-ზე მომხდარი თავდასხმა დაგმო

ერდოღანმა თავის განცხადებაში აღნიშნა: ‘’ტერორისტული თავდასხმები, შეუწყნარებლობის, სიძულვილის და დაძაბულობის გამომწვევი განცხადებების, რელიგიური და კულტირული სხვაობების მტრობის მიზეზად წარმოჩენის მცდელობების აღსაკვეთად ყველამ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ.

მეგობარი და მოკავშირე ქვეყანა საფრანგეთის მწუხარებას ვიზიარებთ, ვიმედოვნებთ, რომ თავდამსხმელებს მალე დააკავებენ და ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან’’.
ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ ტერორიზმს რელიგია და ეროვნება არ გააჩნია და მისი რაიმე მიზეზით გამართლება მიუღებელია.

თურქეთი როგორც დღემდე ასევე მომავალშიც მკაცრად განაგრძობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას ვიზიარებთ და დაშავებულებს მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებთ.

თურქეთის პარლამენტის თავჯდომარე ჯემილ ჩიჩექის განცხადებით, შეუიარაღებელ ადამიანებზე თავდასხმას ვერასოდეს ექნება მიზეზი.

პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ კი აღნიშნა: ‘’ეს თავდასხმა ვერავითარი მიზეზით გამართლდება და ისლამთან ამ თავდასხმის დაკავშირება ვფიქრობ, რომ შეცდომა იქნება’’.

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ფაბიუსს ტელეფონით დაუკავშირდა და სამძიმარი გამოუცხადა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები