თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ალბანეთშია

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი ოფიციალური ვიზიტით ალბანეთში იმყოფება

205863
თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ალბანეთშია

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ალბანეთშია.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექი ოფიციალური ვიზიტით ალბანეთში იმყოფება.

ჩიჩექი გუშინ დედაქალაქ ტირანაში კოლეგა ილირ მეტასა და თურქული საზოგადოებების წარმომადგენლებს შეხვდა.

ალბანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ჯემილ ჩიჩექმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და დასძინა, რომ თურქეთ-ალბანეთს შორის რიგითი ფორმალური კი არა, ხალხებს შორის ჭეშმარიტი მტკიცე კავშირები უნდა არსებობდეს და კმაყოფილება გამოთქვა იმისათვის, რომ ამ კუთხით საერთო ნება არსებობს.

ჯემილ ჩიჩექი იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ტირანაში მცხოვრებ თურქებსაც შეხვდა. მას მოქალაქეები საკუთარი პრობლემების შესახებ ესაუბრნენ. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ტირანაში მცხოვრებ თურქებს ზოგიერთი რჩევაც მისცა და დასძინა, რომ თურქეთთან კავშირს არ გაწყვეტენ და კანონების შესაბამისად იმოქმედებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები