ერდოღანი აგრძელებს საარჩევნო კამპანიას

“აქტიური პრეზიდენტი ვიქნები“

79804
ერდოღანი აგრძელებს საარჩევნო კამპანიას


პრეზიდენტობის კანდიდატმა პრემიერმა ერდოღანმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გუშინ მონაწილეობა მიიღო ერთ ერთი კერძო ტელეარხის პოლიტიკურ პროგრამაში და თქვა რომ დიდ მნიშვნელობას აძლევს ამ არჩევნებს, რადგან, აქამდე თუ თურქეთში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდა, 10 აგვისტოს პირველად რესპუბლიკის ისტორიაში პრეზიდენტს ხალხი აირჩევს და ამის გამო ხალხის მიერ არჩეული ახალი პრეზიდენტის უფლებებიც უნდა გაიზარდოს და გაფართოვდეს.

მან კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის თავდასხმები ღაზაზე და სისხლისღვრის შეჩერების მიზნით გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო შეკრებისაკენ მოუწოდა.

ერდოღანის თქმით ანკარამ წითელი ნახევარმთვარისა და თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების სააგენტო TİKA-ს მეშვეობით კვების პროდუქტები და მედიკამენტები გაუგზავნა ღაზელებს.

“ჩემი საბოლოო მიზანია 2023 წლისათვის, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავისათვის ჩვენი ქვეყანა შევიყვანოთ მსოფლიოს ყველაზე განვითარებული 10 სახელმწიფოს რიგებში“, განაცხადა ერდოღანმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები