ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, ვიზიტით თურქეთში იმყოფება

87894
ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, ვიზიტით თურქეთში იმყოფება

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, ვიზიტით თურქეთში იმყოფება. მას ესენბოღას აეროპორტში თურქეთის განვითარების მინისტრი ჯევდეთ ილმაზი და სხვა მაღალჩინოსნები დახვდნენ. როჰანისთან ერთად ანკარაში 7 მინისტრიც ჩამოვიდა. მას ჩანკაიას რეზიდენციაში პრეზიდენტი აბდულლა გიული ოფიციალური ცერემონიით მიიღებს. განხილვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ეკონომიკა იქნება. განხილული იქნება სავაჭრო ბრუნვის სწრაფი შემცირების მიზეზები, ასევე ბუნებრივი აირის გაყიდვებში ფასის რეგულირების და რეგიონალურ ვაჭრობაში თანამშრომლობის შესაძლებლობები.

როჰანისა და პრემიერ რ. თ. ერდოღანის თავმჯდომარეობით გაიმართება უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეკრება, სადაც ყველა კუთხით იქნება განხილული ორი ქვეყნის ურთიერთობები, წინა პლანზე წამოიწვეს სირიის, ეგვიპტისა და პალესტინა-ისრაელის თემები.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები