იზზეტბეგოვიჩი გუშინ თურქეთის პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შეხვ

გიულისა და იზზეტბეგოვიჩის შეხვედრა ჩანკაიას რეზიდენციაში გაიმართა, რის შემდეგაც შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია შედგა

66775
იზზეტბეგოვიჩი გუშინ თურქეთის პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს შეხვ



თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარე ბაქირ იზზეტბეგოვიჩი გუშინ პრემიერმინისტრს რ. თ. ერდოღანსა და პრეზიდენტს აბდულლა გიულს შეხვდა.

გიულისა და იზზეტბეგოვიჩის შეხვედრა ჩანკაიას რეზიდენციაში გაიმართა, რის შემდეგაც შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონია შედგა.

პრეზიდენტმა გიულმა გამართულ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა ბოსნია და ჰერცეგოვინისადმი თურქეთის მხარდაჭერაზე და დაამატა, რომ მათი სურვილია ბოსნია და ჰერცეგოვინა რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

ბაქირ იზზეტბეგოვიჩმა კი ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და თურქ სამოქნებს მის ქვეყანაში ინვესტიციების დაბანდებისაკენ მოუწოდა.

ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართა ასევე თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ჯემილ ჩიჩექთან. საღამოს კი მის პატივსაცემად ჩანკაიას რეზიდენციაში პრეზიდენ გიულის სახელით ვახშამი გაიმართა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები