საბერძნეთში ხანძარმა ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქარხნებამდე და საწყობებამდე მიაღწია

საბერძნეთში ხანძარმა ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქარხნებამდე და საწყობებამდე მიაღწია

2027973
საბერძნეთში ხანძარმა ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქარხნებამდე და საწყობებამდე მიაღწია

საბერძნეთში ხანძარმა ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ქარხნებამდე და საწყობებამდე მიაღწია

საბერძნეთში ხანძარი ასპროპირგოსში ინდუსტრიულ ზონაში არსებულ ქარხნებსა და საწყობებსაც მოედო.

საბერძნეთის სახელმწიფო ტელევიზიის ERT-ის ინფორმაციით, ხანძარი, რომელიც ასპროპირგოსის რეგიონში 3 სხვადასხვა წერტილში გაჩნდა, ინდუსტრიულ ზონამდე მივიდა.

ხანძრის შედეგად რეგიონში სამრეწველო ობიექტები დაზიანდა.

ხანძარი რამდენიმე საწყობსა და ქარხანასაც მოედო, მათ შორის ქიმიური ნივთიერებების საწყობს.

ხანძრის საფრთხე რეგიონში ლოგისტიკური კომპანიების საწყობებსაც ემუქრება.

მომხდარის გამო ბევრი გზა გადაკეტილია სატრანსპორტო მოძრაობისთვის.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #საბერძნეთი

მსგავსი ინფორმაციები