მორიგი ფართო მასშტაბიანი საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

მორიგი ფართო მასშტაბიანი საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

2189275
მორიგი ფართო მასშტაბიანი საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის ჩრდილოეთში, კერძოდ კი ჰაკურკის, გარას, კანდილის და ასოსის რეგიონებში მორიგი საჰაერო ოპერაციით გაანადგურეს 24 სამიზნე, რომლებიც ეკუთვნოდათ სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაციებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, ოპერაცია თავდაცვის უფლების შესაბამისად, გაეროს წესდების 51-ე მუხლზე დაყრდნობით იქნა განხორციელებული.

მათივე განცხადებით, სამიზნეები სეპარატისტულ ტერორისტულ ორგანიზაცია, PKK/KCK-ს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს ეკუთვნოდათ. ტერორისტები აღნიშნულ ობიექტებს სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ, მათ შორის თავშესაფრის და საწყობების მიზნით.



მსგავსი ინფორმაციები