სროლები რუსული კომპანიის ოფისში: დაიღუპა 2 ადამიანი

სროლები რუსული კომპანიის ოფისში: დაიღუპა 2 ადამიანი

2189301
სროლები რუსული კომპანიის ოფისში: დაიღუპა 2 ადამიანი

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ელექტრონულ კომერციულ კომპანია Wildberries-ის სათაო ოფისში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის წამყვან ელექტრონულ კომერციულ კომპანია Wildberries-ის დედაქალაქის ოფისში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.  

მომხდარზე გამოძიების ფარგლებში 28 პირი დააკავეს.

Wildberries-ის დამფუძნებელმა ტატიანა ბაკალჩუკმა შეიარაღებული კონფლიქტის დროს ტელეგრამზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თავისი ყოფილი მეუღლის ვლადისლავ ბაკალჩუკის მეთაურობით ჯგუფი ოფისის დაკავებას ცდილობდა. „მოვითხოვ, რომ პოლიციამ სიტუაცია გააკონტროლოს”. - თქვა მან.

Wildberries-მა ივნისის თვეში გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმის შესაქმნელად „რუსულ” სარეკლამო კომპანიასთან აპირებდნენ გაერთიანებას. Wildberries-ის შემქნელი ტატიანა ბაკალჩუკის მეუღლე ვლადისლავ ბაკალჩუკი კი ამას ეწინააღმდეგებოდა.

ივლისის ბოლოს, ტატიანა ბაკალჩუკმა განქორწინება მოითხოვა ქმრისგან, რომელიც  Wildberries-ის 1 პროცენტს ფლობს.


საკვანძო სიტყვები: #შეტაკება , #მოსკოვი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები