ირანში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ირანში წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ირანის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხუზისტანის პროვინციაში ინტენსიური წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით, 62-მდე გაიზარდა. რეგიონში სტიქიური უბედურება თითქმის ორი კვირაა მძვინვარებს რა, ამ ხნის განმავლობაში ასევე 478 ადამიანიც დაშავდა. მეორეს მხრივ, ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ლორისტანის პროვინციაში ძლიერი წვიმების გამო 620 სოფლის გზა მთლიანად არის ჩაკეტილი. სტიქიური უბედურებების გამო მთავრობა რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებების მიწვდომასაც ვერ ახერხებს, რაც ერთგვარი კამათის თემა გახდა.
მსგავსი ინფორმაციები
ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე თავისი პასუხი ეგვიპტესა და კატარს გადასცა
ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე თავისი პასუხი ეგვიპტესა და კატარს გადასცა
აზერბაიჯანმა უკრაინას 40 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია
აზერბაიჯანმა უკრაინას 40 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია