ბენი განცი თანამდებობიდან გადადგა

ბენი განცი თანამდებობიდან გადადგა

2151065
ბენი განცი თანამდებობიდან გადადგა

ღაზის სექტორში გენოციდური ომის მე-8 თვეს ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ გადადგა საგანგებო მდგომარეობის მთავრობიდან, რომელსაც ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს.

ბენი განცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: "სინანულით გაცნობებთ, რომ ოფიციალურად გადავდექი მთავრობიდან“.

განცმა თქვა, რომ ნეთანიაჰუმ, რომელიც მისი თქმით, ხელს უშლის ისრაელს „ნამდვილი გამარჯვებისკენ სვლაში“, გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე იღებს.

მან მოუწოდა ნეთანიაჰუს ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს „რაც შეიძლება მალე" და ასევე მოუწოდა თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს მთავრობიდან გადადგეს.

მისივე თქმით, იგი მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ წამოყენებულ ტყვეთა გაცვლის წინადადებას და მოსთხოვა ნეთანიაჰუს გაბედული იყოს ამ შეთანხმების მისაღწევად.


საკვანძო სიტყვები: #ბენი განცი

მსგავსი ინფორმაციები