საქართველოსა და რუსებს შორის ურთიერთობა რეგულირდება?

საქართველოსა და რუსებს შორის ურთიერთობა რეგულირდება?

2151971
საქართველოსა და რუსებს შორის ურთიერთობა რეგულირდება?

საქართველო და რუსეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხებზე აქტიურად მუშაობენ.

მთავარი არხის წყაროების ინფორმაციით, მოსკოვში საქართველოს საელჩოს გასახსნელად რეკრუტირება უკვე დაწყებულია.

მეორეს მხრივ, მმართველი პარტია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსკოვში საელჩოს გახსნის შესახებ ინფორმაცია უსაფუძვლოა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 2008 წელს დაიძაბა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. მას შემდეგ შვეიცარიის საელჩოები წარმოადგენენ ორი ქვეყნის ინტერესებს.

ერთი წლის წინ ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა და რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. პირველი რეისი მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით, 2023 წლის 19 მაისს განხორციელდა.

ამ ვითარებას კი თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსკოვის ქმედებები პროვოკაციად შეაფასა და განაცხადა: „პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები“.  



მსგავსი ინფორმაციები