საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

747293
საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვიპროსის საკითხთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა

თურქეთმა, გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერესის მიწვევით ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის ლიდერებთან   გამართული მინი სამიტის შემდეგ ბერძნული მხარის მიერ გაკეთებული განცხადება არაგულწრფელ  და საკითხის მოგვარების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მინი სამიტის  შემდეგ ბერძნულმა მხარემ განაცხადა, რომ ჟენევის კონფერენციაზე მხოლოდ ბერძნული მხარის წინაპირობა იქნა დაკმაყოფილებული და ამის მიხედვით უნდა მოხდეს საკითხის მოგვარება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  საკითხთან დაკავშრებით წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთი,  2017 წლის 12 იანვარს ჟენევაში კვიპროსთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე აღნიშნულის მსგავსად საკითხის სამართლიანი,   ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი მოგვარებისათვის მზად არის. ამ თვალსაზრისით  4 ივნისს გაეროს ნიუ ორკის სათაო ოფისში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროსის ლიდერებთან მინი სამიტი გამართა, რომლის დასრულების შემდეგ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მუსტაფა აქინჯიმ თურქ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და შეფასება მისცა რა შეხვედრას, თქვა, რომ  მხარეებმა გონიერება გამოიჩინეს, ყველანაირ წინაპირობებზე უარი თქვეს, რითაც გზა გაუხსნეს ჟენევის კონფერენციის ამ თვეში ჩატარებას. ამ შეხვედრის შემდეგ თვით გაეროს გენერალურმა მდივანმაც 2014 წლის 11 თებერვალს მხარეებს შორის ერთობლივ განცხადებებზე მითითებით აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად ყველა დეტალის გაანალიზება უნდა მოხდეს  და  მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეთანხმების მიღწევა.



მსგავსი ინფორმაციები