თავდასხმა ისრაელიდან ლიბანის სამხრეთით

ლიბანის სამხრეთით მდებარე სამსართულიან შენობაზე ისრაელის არმიის საჰაერო თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები

2153061
თავდასხმა ისრაელიდან ლიბანის სამხრეთით

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბანის სამხრეთით მდებარე სამსართულიან შენობაზე ისრაელის არმიის საჰაერო თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ლიბანის ოფიციალური სააგენტო NNA-სა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიის თვითმფრინავმა ავიაიერიში მიიტინა 3 სართულიან სახლზე ქალაქ სურის აღმოსავლეთით.

NNA-ს მიერ მოგვიანებით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ისრაელის მიერ დაბომბილი შენობის ჩამონგრევის შედეგად, პირველადი მონაცემებით, დაიღუპა ქალი, დაშავდა 10 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები და დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აღინიშნა, რომ თავდასხმის შედეგად 3 სართულიანი შენობა მთლიანად განადგურდა, შემთხვევის ადგილზე კი სასწრაფო დახმარების მანქანები და სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა შენობაში მცხოვრებთა გადასარჩენად.

ისრაელის არმიის რადიოს მიერ თავდასხმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს ლიბანის სამხრეთში, ქალაქ კანატაში ერთ-ერთი შენობა.

განცხადებაში ითქვა, რომ თავდასხმის შდეგად არიან დაშავებულები, თუმცა არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ რატომ გახდა აღნიშნული შენობა სამიზნე.


საკვანძო სიტყვები: #ისრაელი , #ლიბანი

მსგავსი ინფორმაციები