ძლიერი მიწისძვრა ირანში

ძლიერი მიწისძვრა ირანში

2153998
ძლიერი მიწისძვრა ირანში

ირანის აღმოსავლეთში, რაზავი ხორასანის ოსტანის ქაშმერის რაიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ქაშმერის რაიონის გუბერნატორმა ჰუჯათულლა შარიათმედარმა განაცხადა, რომ 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე მოხდა.

მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად დაზიანდა რაიონში ორი სახლი, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #ძლიერი მიწისძვრა ირანში

მსგავსი ინფორმაციები