ანკარის მკაცრმა ტონმა ამერიკა აამოქმედა

ორ მხარეს შორის ელ ბაბის გათავისუფლების საკითხში მოლაპარაკებები დაიწყო

644531
ანკარის მკაცრმა ტონმა ამერიკა აამოქმედა

ოფიციალური ანკარის უარყოფითმა მიდგომამ ინჯირლიკის სამხედრო ბაზისადმი, რომელსაც იყენებენ აშშ-სა და კოალიციის ძალები, მაგრამ, რატომღაც თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ ეხმარებიან სირიის ჩრდილოეთში DEAŞ-ის წინააღმდეგ მიმართულ ანტიტერორისტულ ბრძოლაში, რის გამოც თურქეთის მთავრობაში და საზოგადოებაში მისი დახურვის კამათები დაიწყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა აშშ-შიც.

როგორც განაცხადა სირიაში მოქმედი კოალიციური ძალების პრეს წარმომადგენელმა, ამერიკელმა პოლკოვნიკმა ჯონ დორიანმა, სირიის ქალაქ ელ ბაბის თურქების მხრიდან განთავისუფლებისადმი დაწყებული ოპერაციისადმი კოალიციის დახმარების საკითხში მოლაპარაკებები დაიწყეს.

დორიანი ბაღდადიდან ტელეკონფერანსით დაუკავშირდა პენტაგონს და თქვა, რომ თურქეთის ინჯირლიკის სამხედრო ბაზას ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს კოალიციის მხრიდან სირიაში და ერაყში წარმატებით წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლაში, რადგან, აქედან აფრენილი თვითმფრინავები ბომბავენ როგორც სირიაში და ერაყში მოქმედი ტერორისტების სამიზნეებს, ასევე სადაზვერვო ფრენებს და ლოგისტიკურ დახმარებებსაც ახორციელებენ.

ამერიკელი პოლკოვნიკის თქმითვე, სამხედრო მოლაპარაკებების პარალელურად დიპლომატიური მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს ორ მხარეს შორის კოალიციის მხრიდან თურქი ფორმირებებისადმი ქალაქ ელ ბაბის დეაშელებისაგან განთავისუფლებისადმი სამხედრო დახმარების აღმოჩენის საკითხში.

გუშინ, ჯერ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიქმა და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადეს, რომ კოალიცია არ ეხმარება ანკარას სირიაში წარმოებულ ანტიტერორისტულ ბრძოლაში და ამიტომ შეიძლება ინჯირლიკის სამხედრო ბაზის დახურვის გადაწყვეტილება მიიღონ   



მსგავსი ინფორმაციები