პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს

პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს

2142264
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის წერილობითი განცხადების თანახმად, ერდოღანმა მწუხარება გამოხატა ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანის და თანმხლები დელეგაციის შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპვის გამო და მიუსამძიმრა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ამ მტკივნეულ დღეებში ირანის გვერდით დგას და იზიარებს ირანელი ხალხის მწუხარებას და თურქეთი მომავალშიც გააგრძელებს ირანის მიმართ მეზობლობისა და ძმობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებას.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რაისისა და აბდულაჰიანის წვლილი თურქეთისა და ირანის ურთიერთობებში მუდამ ემსახსოვრებათ.


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები