ფაშინიანის გზავნილი სომხებს

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მათ უნდა შეწყვიტონ „ისტორიული სომხეთის“ ძიება

2143169
ფაშინიანის გზავნილი სომხებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მათ უნდა შეწყვიტონ „ისტორიული სომხეთის“ ძიება და რომ მისი ქვეყანა ამჟამად შედგება 29 ათას 743 კვადრატული კილომეტრი მიწისგან, სადაც სომხები ცხოვრობენ.

სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში პარლამენტის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემისას პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ მათ ვერ შეიმუშავეს სახელმწიფო ხედვა და გაგება, რომლითაც შესაძლებელი იქნება პრობლემების გადაწყვეტა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ როდესაც მისმა ქვეყანამ 1991 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა, ვერ შემუშავდა პროგრამა იმის შესახებ, რა იქნებოდა 20 წლის შემდეგ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ გრძელდება და რომ აუცილებელია სომხეთის რეალისტური ხედვა და სომხეთის სოციალურ ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია „დაკარგული სომხეთის ძიება“.

"ჩვენ ვეძებთ სამშობლოს სამშობლოს შიგნით. ახლა ჩვენი პოლიტიკური გზავნილი ეს არის. ძვირფასო მოქალაქეებო, სომხეთის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ "ისტორიული სომხეთის" ძიება, რადგან ჩვენ ვიპოვეთ ეს სამშობლო. ეს სამშობლო არის სომხეთის რესპუბლიკა, რომელიც მოიცავს 29 ათას 743 კვადრატულ კილომეტრს“. - დასძნა ფაშინიანმა.


საკვანძო სიტყვები: #ფაშინიანი , #სომხეთი

მსგავსი ინფორმაციები