აშშ-ი სირია რუსეთი ესადი

აშშ-მა, რეაგირება გამოთქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოუგუს განცხადების მიმართ

602177
აშშ-ი სირია რუსეთი ესადი

აშშ-მა, რეაგირება გამოთქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოუგუს, სირიაში, პოლიტიკური პროცესის დაწყების იმედის განუსაზღვრელად გადავადების შესახებ განცხადების მიმართ.

აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა ჯონ კიპრიმ, ყოველ დღიურ პრეს-კონფერენციაზე შეფასება მისცა რუსეთის მინისტრის განცხადებას, რომლის ცნობითაც, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სირიაში, როგორც პოლიტიკური პროცესი ისე, სირიელი ხალხის მშვიდობის ატმოსფეროში დაბრუნების იმედი.

კიბრის ცნობით, ისინი სულაც არ ფიქრობენ ისე, როგორც რუსეთი ფიქრობს და არ სურთ ესადის გრძელი ვადით სირიაში დარჩენა.  ესადის სიტყვების შეხსენებაზე, რომ 2021 წლამდე სურს ხელისუფლებაში ყოფნა, აღნიშნა, რომ წაიკითხეს ესადის მიცემული შეფასებები, მაგრამ ოპოზიციონერებს და რეჟიმის ძალებს შორის  ხელახლა შეხვედრების დაწყებისთვის განაგრძობენ მუშაობას.

ამავდროულად, ამერიკულ გაზეთ New York Times-ის ცნობით, ესადმა შეხვედრა ჩაატარა დასავლელ ჟურნალისტებთან და შეფასება მისცა სირიის უკანასკნელ ვითარებას.

აღნიშნა, რომ უწინდელთან შედარებით უკეთესია მდგომარეობა, სირიის ომის პირველი დამნაშავენი არიან ვაშინგტონი და რადიკალურ-ისლამისტური დაჯგუფებები.

ესადმა მწუხარება გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოახდენენ სახელმწიფოში კონტროლის დამყარებას და არ დართავენ ნებას სახელმწიფო მმართველობაში მოხდეს რაიმე ცვლილება, თანაც, ითვალისწინებს მინიმუმ 2021 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენას.



მსგავსი ინფორმაციები