ათენმა სსფ-ს არ გადაუხადა ვალი

ამით იგი დეფოლტის პროცესში შევიდა

327177
ათენმა სსფ-ს არ გადაუხადა ვალი


საბერძნეთმა გუშინ საღამოსათვის ვადა დანიშნული 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რადგან, გუშინვე საღამოს ევროკავშირმა მას უარი უთხრა ახალი ვალების მიცემაზე და ამიტომ ეს ქვეყანა დეფოლტის პროცესში შევიდა.

ახლა ყველა 5 ივლისის რეფერენდუმს ელოდება, რომელზედაც ბერძენმა ხალხმა თავისი ნება უნდა გამოხატოს კრედიტორების მოთხოვნების მიმართ.

დღეს კი ევროზონის ფინანსთა მინისტრები ტელეკონფერანსის სისტემით შეეცდებიან ათენთან შექმნილი ვითარების განხილვას.

ამასობაში საბერძნეთი დიდმა გამოსვლებმა მოიცვა და გრანდიოზულ მიტინგებს მართავენ როგორც მთავრობის მხარდამჭერები, ასევე მოწინააღმდეგეები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები