ისლამური სახელმწიფო ერაყში წინსვლას განაგრძობს

ამერიკამ შეიძლება თავისი ინსტრუქტორები გაიყვანოს

286762
ისლამური სახელმწიფო ერაყში წინსვლას განაგრძობს


ერაყელმა პარლამენტარმა მუვაფაკ ერ რაბიიმ, რომელიც ადრე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს წარმოადგენდა, წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ თუ ქალაქ რამადის ელ-ჰაბბანიეს სახელობის სამხედრო საჰაერო ბაზა ისლამური სახელმწიფოს ხელში გადავა, რომელსაც ამჟამად უტევენ ბოევიკები, მაშინ, ვაშინგტონი დაიწყებს იმ გეგმის განხორციელებას, რომლის ფარგლებში იგი ამ ქვეყნიდან ნაწილობრივ გაიყვანს თავის ჯარებს და ამ გაყვანის გეგმის მომზადება უკვე დაევალა კიდეც ამერიკელ სამხედრო ინსტრუქტორებს.

ამავე განცხადებით ობამა აღარ ენდობა თავის ერაყელ მრჩევლებს, რადგან, ისინი მას არწმუნებდნენ, რომ ქალაქი რამადი არასოდეს არ გადავიდოდა ისლამური სახელმწიფოს კონტროლ ქვეშ.

როგორც ცნობილია ისლამური სახელმწიფოს ერაყში წინსვლის შემდეგ ამერიკამ ამ ქვეყანას მიავლინა 3 ათასამდე სამხედრო ინსტრუქტორი, რომლებიც წვრთნიან ერაყის არმიას და ამის პარალელურად საკონსულტაციო საქმიანობებსაც ეწევიან


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები