იმიტომ რომ 24 – 2024

ურანი და ნეპტუნი ყინულის გიგანტები არიან

2151068
იმიტომ რომ 24 – 2024

იმიტომ რომ 24 – 2024

იმიტომ რომ 24 – 2024

ურანი და ნეპტუნი ყინულის გიგანტები არიან

 

გამარჯობათ ძვირფასო რადიომსმენელებო. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ურანზე და ნეპტუნზე, იმაზე თუ მზის სისტემის ბოლოში მდებარე ეს ორი პლანეტა რატომ არის ყინულის გიგანტები?

ურანი სისტემაში მეშვიდე ადგილს იკავებს მზისგან დაშორების კუთხით. ვინაიდან ის მზისგან შორს არის, ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული სითბოთი უკიდურესად შეზღუდულად სარგებლობს.

ურანის ატმოსფერო შედგება ისეთი მსუბუქი გაზებისგან, როგორიცაა წყალბადი და ჰელიუმი. გარდა ამისა იგი ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით მეთანს. პლანეტის შიგნით მკვრივი და შეკუმშული

ყინულის ფენა არსებობს. ეს ყინულის ფენა შეიცავს გაყინულ კომპონენტებს, როგორიცაა წყალი, ამიაკი და მეთანი. მაგნიტური ველის გამო ურანი მზის სისტემაში სხვა პლანეტებთან შედარებით ძალიან დახრილ ღერძზე ბრუნავს.  გარდა ამისა, ღერძის დახრის გამო იგი ვერ იღებს მზის შუქს შესაბამისი კუთხით, რის გამოც პლანეტაზე ყინული არ დნება.

მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტა ნეპტუნის ატმოსფეროც ურანის ატმოსფეროს მსგავსია და შედგება ისეთი გაზებისგან, როგორიცაა წყალბადი, ჰელიუმი და მეთანი. ნეპტუნის შიდა სტრუქტურა ძირითადად წყალბადის, ჰელიუმის, წყლის, ამიაკის და მეთანის მსგავი კომპონენტებისგან შედგება. პლანეტის დაახლოებით ჩვენი დედამიწის ზომის ბირთვი ძირითადად ყინულია. ამ გიგანტური ყინულის მასის ბრუნვა ასევე არის მიზეზი იმისა, რომ ნეპტუნს მზის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგნიტური ველი აქვს.

ყინულის გიგანტები გამოხატავს პლანეტების გროვას, რომლებსაც არ აქვთ მყარი ზედაპირი გაზის გიგანტების მსგავსად და ძირითადად შედგება გაზებისგან, მაგრამ მათგან განსხვავდებიან მათში შემავალი ელემენტების გამო. ყინულის გიგანტებს არ აქვთ ყინულისგან შექმნილი მყარი ზედაპირი. ყინულოვანი ნივთიერებები კონცენტრირებულია მაღალი ტემპერატურის მქონე ბირთვზე. მზის სისტემაში არსებულ ყინულოვან გიგანტებამდე ურანამდე და ნეპტუნამდე მიაღწია უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა სახელად Voyager 2-მა და დაკვირვებები აწარმოა.


საკვანძო სიტყვები: #ნეპტუნი , #ურანი , #იმიტომ რომ

მსგავსი ინფორმაციები