აქტუალური თემის ანალიზი 23 – 2024

ისრაელის დაკარგული ლეგიტიმურობა

2150109
აქტუალური თემის ანალიზი 23 – 2024

აქტუალური თემის ანალიზი 23 – 2024

აქტუალური თემის ანალიზი 23 – 2024

ისრაელის დაკარგული ლეგიტიმურობა

SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორი, პროფესორი მურათ იეშილთაში

ისრაელის თავდასხმები ღაზაზე უწყვეტად გრძელდება და ნეთანიაჰუს ხელისუფლება შედის იზოლაციის ახალ პერიოდში, რომელიც არასოდეს უნახავს თავის ისტორიაში. ბაიდენის ხელისუფლებისა და რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს გარდა, არ დარჩა ქვეყანა, რომელიც ღიად უჭერს მხარს ისრაელის გენოციდურ პოლიტიკას. ისრაელი გლობალური და რეგიონალური მასშტაბით ხდება სრულიად იზოლირებული და ეს არ ხდის ისრაელს უფრო უსაფრთხოს. ისრაელი, რომელმაც 7 ოქტომბრის შემდეგ ეგრეთ წოდებული უსაფრთხოებისთვის 40 ათასზე მეტი ადამიანი მოკლა, რომელთაგან 70% ქალი და ბავშვი იყო, ახალ პროცესში შედის, რომელშიც იძულებული გახდება თვალი გაუსწოროს შედეგებს. ეს დაპირისპირების პროცესი მიუთითებს უსაფრთხოების ღრმა კრიზისზე არა მხოლოდ ისრაელის სახელმწიფოსთვის, არამედ ებრაული საზოგადოებისთვისაც. თუ ნეთანიაჰუს მთავრობა გააგრძელებს ბარბაროსობას ღაზაში, ისრაელის უსაფრთხოების კრიზისის გამოსწორება შეუძლებელი გახდება და წარმოიქმნება სასიცოცხლო პრობლემა ისრაელის სახელმწიფოს არსებობასთან დაკავშირებით. ამ თემაზე გთავაზობთ პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის SETA-ს უსაფრთხოების კვლევის დირექტორის, პროფესორ მურათ იეშილთაშის სტატიას, რომელშიც იგი წერს:  

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის ლეგიტიმაციის საფუძველი სრულიად გაქრა. ისრაელი არა მხოლოდ ოკუპანტი ძალაა, არამედ სახელმწიფოა, რომელსაც ასამართლებენ საერთაშორისო სასამართლოში, როგორც გენოციდში ეჭვმიტანილს, რომლის ლიდერების დაკავების ბრძანება გასცა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ და იზოლირებულია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო დიპლომატიაში. მარტოობის და იზოლაციის ეს მდგომარეობა ორ მნიშვნელოვან შედეგს იძლევა. ლეგიტიმაციის დაკარგვა და უსაფრთხოების კრიზისის გაღრმავება. 

პირველი საკითხი, რომელიც გააღრმავებს ისრაელის უსაფრთხოების კრიზისს და აქცევს მას ერთგვარ არსებობის პრობლემად, არის ნეთანიაჰუს ხელისუფლების სასტიკი პრაქტიკა ღაზაში მცხოვრები პალესტინელების მიმართ, რომელიც შედგება გენოციდის, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისგან. ამ მდგომარეობით ისრაელი არ აწარმოებს ჩვეულებრივ ომს ღაზაში. კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, შეუძლებელია იმის, რაც გააკეთა ისრაელმა ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ, შეფასება როგორც ომიც კი. რადგან ისრაელის არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა, რომელთა უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. ყველა საშუალებამ, რომელსაც ის იყენებს მეთოდად, უკვე გადაკვეთა თავდაცვის უფლების წითელი ხაზები და შეგნებულად ემსახურება გარკვეული ეთნიკური და რელიგიური თემის გეგმურ განადგურებას. ბოლოს ისრაელის მიერ რაფაჰში მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ დროებით თავშესაფრად გამოყენებულ ტერიტორიაზე თავდასხმა, რომელსაც ის „უსაფრთხო ზონას“ უწოდებდა, არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. ისრაელის მიერ 7 ოქტომბრიდან განხორციელებული ეგრეთ წოდებული სამხედრო ოპერაციის კონტექსტში, ისრაელის მთავრობამ ჩაიდინა მრავალი ქმედება, რომელიც წარმოადგენს ომის დანაშაულებს, გენოციდს და დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ.

ამ ქმედებების გამო ისრაელის ლეგიტიმურობა საერთაშორისო სამართლის ხაზზე ღრმა კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. სამხრეთ აფრიკის მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში გენოციდის საქმის კონტექსტში შეტანილმა ბრალდებებმა ისრაელი უკვე დააყენა გენოციდის ჩამდენი ქვეყნის პოზიციაზე. სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებისგან დამოუკიდებლად ისრაელის ღაზის გენოციდმა ჩაშალა სახელმწიფო იდენტობის გლობალური ნარატივი, რომელიც მან საკუთარი ისტორიულ ფანტასტიკაზე ააგო. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გენოციდის საქმის გარდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვა ისრაელის ოფიციალური პირების მიმართ არის კიდევ ერთი გამოწვევა, რომელსაც ისრაელი აწყდება საერთაშორისო სამართლის ხაზზე. ამ გადაწყვეტილებით ისრაელი გახდა ორი პროცესის ნაწილი, როგორც გაერო-ს წინაშე, ასევე მის გარეთ და გაღრმავდა მისი ლეგიტიმურობის კრიზისი საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

ისრაელის ლეგიტიმურობის კრიზისი არ შემოიფარგლება იმით, რომ მას ადანაშაულებენ საერთაშორისო სამართლის მიხედვით არალეგიტიმურ გენოციდურ რეჟიმად მისი ქმედებების გამო. გლობალური და რეგიონალური მასშტაბით ისრაელი დიპლომატიურად იზოლირებულ სახელმწიფოდ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ იგი 7 ოქტომბრამდე ცდილობდა რეგიონული იზოლაციის დაძლევას აბრაამის შეთანხმებებით, რეგიონალური ნორმალიზაცია დასრულდა 7 ოქტომბრის შემდეგ და ისრაელი კვლავ დიპლომატიურად იზოლირებული გახდა. ამ პერიოდში ბევრმა სახელმწიფომ გადახედა ისრაელთან ურთიერთობას და დაიწყო პალესტინისა და ორი სახელმწიფო ფორმატში გადაწყვეტის მხარდაჭერა. და ბოლოს, ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის მიერ პალესტინის სახელმწიფოს ოფიციალური აღიარება ერთ-ერთი ნათელი მაჩვენებელია იმისა, რომ ისრაელმა დიპლომატიურ ფრონტზე წააგო. ამრიგად, პალესტინის ამღიარებული ქვეყნების რაოდენობა 142-მდე გაიზარდა.

დიპლომატიურ ფრონტზე ისრაელის მარტოობის კიდევ ერთი ადგილია საერთაშორისო ორგანიზაციების განზომილება. ისრაელი გახდა სახელმწიფო, რომლის ქმედებებს აკრიტიკებს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია გაერო-ს თაოსნობით. ამ თვალსაზრისით, გაეროს გენერალური ასამბლეაზე ახალი რეზოლუციის მიღება, რომელიც ცვლის პალესტინის დამკვირვებლის სტატუსს, არის რევოლუციური ნაბიჯი ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია ჯერ არ არის მიღებული უშიშროების საბჭოს მიერ, ის სიმბოლურად წარმოიშვა ღაზაში ისრაელის არალეგიტიმური ქმედებების შედეგად. ბევრმა რეგიონულმა ორგანიზაციამ ასევე შეიტანა თავის დღის წესრიგში ისრაელის ომის დანაშაულები და გენოციდური პრაქტიკა ღაზაში და გააკეთა მკაცრი განცხადებები ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ისრაელმა, რომლის ლეგიტიმაცია იურიდიულად დაიკარგა საერთაშორისო სამართლის ხაზზე და დიპლომატიურად საერთაშორისო პოლიტიკის ხაზზე, ასევე მთლიანად დაკარგა ლეგიტიმურობა გლობალური კაცობრიობის სინდისში. ისრაელს აპროტესტებენ ევროპის დედაქალაქებში, აშშ-ში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გენოციდის გამო, რომელსაც ის ახორციელებს ღაზაში და ასევე ბევრ კომპანიას, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს, ბოიკოტს უცხადებენ. დემონსტრაციების ტალღა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბოლო 20 წლის განმავლობაში.

შედეგად, ჩანს, რომ ისრაელი ლეგიტიმურობის ღრმა კრიზისშია. ეს კრიზისი არის როგორც სამართლებრივი განზომილების, ასევე საერთაშორისო დიპლომატიის განზომილების და გლობალური საკაცობრიო სინდისის განზომილების. ისრაელისთვის ძალიან რთულია ამ ლეგიტიმაციის აღდგენა, რადგან მისი გენოციდური პოლიტიკა ღაზაში არასოდეს წაიშლება კაცობრიობის მეხსიერებიდან. 



მსგავსი ინფორმაციები