გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 23-2024

ქარამანის ბაშიაილას კარაქი

2148993
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 23-2024

ქარამანის ბაშიაილას კარაქი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 23-2024        

ილქერ თაშქინ

ქარამანის ბაშიაილას კარაქი

რეგისტრაციის თარიღი: 07.02.2023

ქარამანის პროვინციის ბაშიაიალას რაიონი, რომელიც მდებარეობს თურქეთის სამხრეთ ნაწილში, კუროს მთების მახლობლად, იწარმოება ძალიან საინტერესო კარაქი. ბაშიაიალას რაიონის სოფლის მეურნეობის დირექტორატის განცხადების საფუძველზე, 2023 წელს ქარამანის ქირანის კარაქი, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. აღნიშნული კარაქის ერთი კილოგრამის დასამზადებლად, 25 ლიტრი რძეა საჭირო. ქირანის კარაქის დასამზადებლად სპეციალური მეთოდებია საჭირო. წარმოების პირველ ეტაპზე, ჯერ ფილტრავენ რძეს, შემდეგ ადუღებენ გაზქურაზე და დროდადრო აგროვებენ ზემოდან წარმოქმნილ კრემის ფენას. კარაქი, რომელიც ძალიან ცოტა მარილის დამატებით იზილება, ცოტა ხნით ცივ გარემოში ინახება და შემდეგ გასუფთავებულ გუდაში იპრესება. ბაშიაილას ქირანის კარაქით შევსებული გუდის პირი მჭიდროდ იკვრება ძაფით, რომელსაც შემდეგ ტოვებენ დასამწიფებლად, ტენიან გარემოში, სასურველია ცივი სივრცე, მინიმუმ 2 თვის განმავლობაში. მომწიფების პროცესის დასრულების შემდეგ, კარაქს იღებენ გუდიდან და სათანადო შეფუთვის შემდეგ სთავაზობენ მომხმარებლებს.



მსგავსი ინფორმაციები