გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 22-2024

ანტალიის პიაზი

2145871
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 22-2024

ანტალიის პიაზი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 22-2024        

ილქერ თაშქინ

ანტალიის პიაზი

რეგისტრაციის თარიღი: 29.12.2017

ანტალიის სტილის პიაზს (სალათი) აქვს რეპუტაცია, რომელიც სცილდება ქალაქის საზღვრებს, თითქმის ასი წლის ისტორიით. 2017 წელს ანტალიის სავაჭრო პალატის განცხადების საფუძველზე, ანტალიის პიაზი, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ანტალიის პიაზი არის სალათის სახეობა, რომელიც მზადდება ლობიოთი და სპეციალური სოუსით. მაშინ, როცა პიაზში გამოყენებული სოუსი ლობიო კერძს განსხვავებულ გემოს მატებს, კერძის მომზადებისას გამოიყენება ლობიო, ნიორი, ქვის მარილი, ლიმონის წვენი, ძმარი, პომიდორი, ხახვი, კვერცხი, ოხრახუში და ზეითუნის ზეთი. ანტალიის პიაზის მოსამზადებლად ლობიო ინახება ოთახის ტემპერატურაზე მარილიან წყალში ერთი ღამის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში, წყალს რამდენჯერმე ცვლიან და წარმოქმნილ ქაფს აცლიან. შემდეგ ლობიო კარგად იხარშება. ამასობაში კერძის სოუსს ამზადებენ ტაჰინის, ლიმონის წვენის, ქვის მარილის, ნივრის და ძმრის გამოყენებით. სანამ ლობიო ჯერ არ არის გაცივებული, ასხამენ სოუსს, ურევენ და უმატებენ დაჭრილ პომიდორს, სურვილისამებრ ხახვს და მოხარშულ კვერცხს. ანტალიის პიაზი, რომელიც მიირთმევა ზეითუნის ზეთით და ოხრახუშით მორთული, ასევე შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ძირითადი კერძი, განსხვავებით სხვა რეგიონებისგან.



მსგავსი ინფორმაციები