შემთხვევითი აღმოჩენები 13 - 2024

იოგურტი

2121693
შემთხვევითი აღმოჩენები 13 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 13 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 13 - 2024

იოგურტი

ბოლო წლებში, პრეტენზიებმა, რომ ქარხნულად წარმოებული საკვებიდან ვერ ვიღებთ საკმარის საკვებ ნივთიერებებს, აიძულა ბევრი ადამიანი სახლში დაამზადოს ყველი, პური, მწნილი, მურაბა, იოგურტი და სხვა. მილიონობით ადამიანმა, რომლებსაც განსაკუთრებით პანდემიის დროს მოუწიათ სახლში დარჩენა, ჰობის სახით დაიწყო და პანდემიის შემდეგ აღარ თქვა უარი განსაკუთრებით პურის და იოგურტის სახლში დამზადებაზე. მისი დამზადება სინამდვილეში მარტივია, დაამატეთ ცოტაოდენი იოგურტი რძეში და რძე ხდება იოგურტი. ის შეიძლება მიირთვათ ცალკე ან კერძთან ერთად, მოამზადოთ მისგან წვნიანი, აირანი წყლისა და მარილის დამატებით და დალიოთ ცივი. დაგეხმარებათ წონის დაკლებაში ან მატებაში. თურქეთში ასევე სჯერათ, რომ იოგურტს აქვს მრავალი სასარგებლო თვისება და იგი იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ საკვები პროდუქტი. მაგალითად, წლების განმავლობაში ითვლებოდა, რომ კარგია მზისგან მიღებული დამწვრობისთვის. ამიტომაც იყო იოგურტი ნომერ პირველი მხსნელი მათთვის, ვისაც თურქეთში ზაფხულის დღეს გავარვარებული მზის ქვეშ უწევდა მუშაობა ან იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც კანი ზღვის პირას თამაშისას უღიზიანდებოდა, რათა ღამით მშვიდად დაეძინათ. მაგრამ როგორ გაკეთდა პირველი იოგურტი და ვინ აღმოაჩინა ეს სასწაულებრივი საკვები?

ეს საკითხი გამოიკვლიეს არა მხოლოდ ცნობისმოყვარეებმა, არამედ მეცნიერებმაც. არსებობს ბევრი ისტორია იოგურტის დამზადების შესახებ. მათგან ყველაზე ცნობილია ის, რომ პირველი იოგურტი დაამზადა წმინდა აბრაამმა და რომ მან მისი დამზადება ანგელოზებისგან ისწავლა. ლეგენდის თანახმად, ანგელოზებმა წმინდა აბრაამს ასწავლეს ჭიანჭველის ბუდის ნიადაგის რძესთან შერევა და ასე გაჩნდა პირველი იოგურტი. მეცნიერებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს რელიგიური ამბავი შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, ჩაატარეს ექსპერიმენტი, რძეს მართლაც შეურიეს ჭიანჭველის ბუდის ნიადაგი და ნახეს, რომ რძის ფერმენტირება მოხდა. ამ სიტუაციის მეცნიერული ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ჭიანჭველები შემთხვევით იღებენ ბაქტერიებს იმ ადგილებში, სადაც გაივლიან და გადააქვთ თავიანთ ბუდეებში. ამიტომ მათ ბუდეებში ნიადაგი ძალიან მდიდარია ბაქტერიებით. რძის ფერმენტაციისთვის და იოგურტად გადაქცევისთვის საჭირო კი მხოლოდ ბაქტერიებია.

მოგვიანებით სამეცნიერო კვლევებმა და არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ იოგურტის პირველი გამომგონებლები მომთაბარე თურქები იყვნენ. იოგურტიანი თასების და ცხოველების ტყავის აღმოჩენა, განსაკუთრებით შუა აზიის სამარხებში, ადასტურებს ამ მოსაზრებას. ათასობით წლის წინ მცხოვრები პირველი თურქული ტომების შემოსავლის მთავარი წყარო მეცხოველეობა და მათი ძირითადი საკვები რძე და რძისგან დამზადებული პროდუქტები იყო. ცხოველისგან მიღებული ცხელი რძის შესანახად ცხოველის ტყავისგან დამზადებულ გუდას იყენებდნენ. რძის მოკლე დროში მოხმარებისას პრობლემა არ იქმნებოდა, მაგრამ რადგან ცხოველის ტყავი შიგნიდან სავსე იყო ბაქტერიებით, რძე გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყებდა ფერმენტაციას და შემთხვევით იქცეოდა იოგურტად. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ იოგურტი შემთხვევით ასე გაჩნდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესაც, ანატოლიაში ბევრი უგემრიელესი იოგურტი და ყველი მიიღება ცხვრის ან თხის ტყავში მოთავსებული რძის ბუნებრივი ფერმენტაციის შედეგად.

იოგურტის ჭამა ან აირანის დალევა მთავარ კერძთან ერთად, რომელიც ჩვევად იქცა, ცენტრალური აზიის სტეპებიდან მემკვიდრეობით მიღებული კულტურაა. შეგიძლიათ მიირთვათ იოგურტი ბევრ მცენარეულ კერძთან ერთად, განსაკუთრებით ისპანახთან, ან დალიოთ აირანი ყველასთვის საყვარელ თურქულ ქაბაბთან ერთად. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ იოგურტი, კერძს არომატს აძლევს და ასევე ადამიანის ორგანიზმის დაცვასაც ემსახურება. რადგან თუ იოგურტის ბაქტერიები წააწყდებიან შხამიან ბალახს ან გაფუჭებულ საკვებს, ისინი სწრაფად შედიან ქიმიურ რეაქციაში, ხელს უწყობენ მავნე საკვების ორგანიზმიდან გამოდევნას და აფერხებენ მოწამვლას. რა თქმა უნდა, დღევანდელ თანამედროვე სამყაროში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივმართოთ უახლოეს საავადმყოფოს მსგავსი მოწამვლის შემთხვევაში, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ თქვენი თავი შუა აზიის უზარმაზარ სტეპებში, სადაც ათასობით წლის წინ არ იყო საავადმყოფოები და ექიმები. აი მაშინ მთელი გულით დაიჯერებთ, რა სასწაულმოქმედი საკვებია იოგურტი.



მსგავსი ინფორმაციები