შემთხვევითი აღმოჩენები 6 - 2024

მიკროტალღური ღუმელი

2099718
შემთხვევითი აღმოჩენები 6 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 6 - 2024

შემთხვევითი აღმოჩენები 6 - 2024

 მიკროტალღური ღუმელი

რა მოხდება, თუ შოკოლადის ნაჭერი, რომელიც მეცნიერს ჯიბეში დაავიწყდა, ექსპერიმენტის დროს გადნება? ამ კითხვაზე პასუხმა შეიძლება „გაუღოს კარი შემთხვევით აღმოჩენას“. სწორედ ასე მოხდა. სინამდვილეში, ამ გრძელი ისტორიის ბოლო ნაწილი მოიცავს მიკროტალღური ღუმელის აღმოჩენას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სამზარეულოს მთავარ კუთხეში იდო და დღემდე შეუცვლელია მრავალი ბიზნესისთვის კვების სექტორში.

ინჟინერმა პერსი სპენსერმა, რომელიც დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1894 წელს და მიუძღვნა თავისი ცხოვრება მეცნიერულ კვლევებს, ინტენსიურად მუშაობდა რადარის მოწყობილობაზე და ელექტრომაგნიტურ ტალღებზე, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ მოკავშირეების მიერ უპირატესობის მოპოვებაში ნაცისტურ გერმანიაზე, განსაკუთრებით მეორე მეორე მსოფლიო ომში. 1945 წელს თავის ლაბორატორიაში რადარის ტალღებზე ექსპერიმენტის ჩატარებისას პერსი სპენსერმა შენიშნა, რომ მის ჯიბეში შოკოლადი გადნა. მან რამდენჯერმე გაიმეორა ეს ექსპერიმენტი და შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მიკროტალღურ ენერგიას, რომელზეც ის მუშაობდა, შეეძლო საკვების გაცხელება. სპენსერის გამოგონება პირველი მიკროტალღური ღუმელი, რომელიც დააპატენტა 1947 წელს, არ იყო მოწყობილობა, რომლის გამოყენებასაც დიასახლისები თავიანთ სამზარეულოში მიანიჭებდნენ უპირატესობას. პირველი მიკროტალღური ღუმელი, რომლის სიმაღლე იყო 1 მეტრი 80 სანტიმეტრი და იწონიდა 340 კილოგრამს, იმ წელს საზოგადოებას გააცნეს სახელწოდებით "Radarange" (რედერეინჯი), მაგრამ იგი კომერციულად მომგებიანი არ იყო მისი ძალიან მაღალი ფასისა და ზომის გამო. მიკროტალღურ ღუმელს სამზარეულოში შესვლამდე 8 წლიანი განვითარების პროცესის გავლა მოუწია. 1955 წელს სხვა კომპანიამ გამოუშვა პირველი მიკროტალღური ღუმელი დღევანდელი მასშტაბის ზომებით და მას შემდეგ მილიონობით სხვადასხვა ზომის და ბრენდის მიკროტალღური ღუმელია გამოშვებული და გაყიდული მთელს მსოფლიოში.

მაშ, როგორ მუშაობს მიკროტალღური ღუმელი, რომელიც დიასახლისებისთვის საუკუნის გამოგონებების სათავეში დგას? მიკროტალღები მდებარეობს ელექტრომაგნიტურ სპექტრში რადიოტალღებსა და ინფრაწითელ სხივებს შორის. მათი სიხშირეები მერყეობს 1 გჰც-დან (გიგაჰერცი)1000 გჰც-მდე, ხოლო ტალღის სიგრძე 0,1-100 სანტიმეტრია. ჩვეულებრივი ღუმელების კარზე მცირე ხვრელები სინათლის ტალღებს საშუალებას აძლევს გაიარონ და, შესაბამისად, ღუმელის შიგნით ჩანს. მიკროტალღური ღუმელების მიერ საკვების გასათბობად გამოყენებული ელექტრომაგნიტური ტალღების სიხშირე დაბალია და მათი ტალღის სიგრძე უფრო გრძელია, ამიტომ ტალღები ვერ გაივლიან კარის ხვრელებს და უკან ბრუნდება. გარდა ამისა, ამ ღუმელებში გამოიყენება 2.45 გჰც სიხშირე. ეს სიხშირე ამოძრავებს მხოლოდ წყლის მოლეკულებს და სანამ წყლის შემცველი საკვები თბება და იხარშება, თეფში რომელზეც საკვებია მოთავსებული, ცივი რჩება. ამიტომ მიკროტალღურ ღუმელებში გათბობა საკმაოდ განსხვავდება ტრადიციული ღუმელებსა და ქვაბებში გათბობისგან. მიკროტალღურ ღუმელებში მომზადება ხდება არა "გარედან შიგნით", როგორც ჩვეულებრივ ღუმელებში, არამედ "ერთდროულად ყველგან ზემოქმედებით". მიკროტალღური ღუმელების შიდა ტემპერატურა ოთახის ტემპერატურის ტოლია, ამიტომ გაცხელებული საკვები ზემოდან არ ხმება. შედეგად, მიკროტალღური ღუმელები სითბოს გატარებით არ აცხელებენ საკვებს და სწორედ ამიტომ არის შემთხვევითი დიდი გამოგონება. 

ყველაზე დიდი შეშფოთება მიკროტალღურ ღუმელთან დაკავშირებით, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო ოჯახების სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, არის მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ საკიტხზე კამათი გრძელდება 1947 წლიდან, როდესაც ამ ღუმელების განვითარება დაიწყო, მაგრამ როგორც ამ სფეროში მომუშავე პროფესიული ორგანიზაციების, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მიკროტალღური ღუმელები უსაფრთხოა თუ მათ "სწორად გამოიყენებენ" და იქნება სისუფთა. ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ მიკროტალღური ღუმელები შექმნილია ისე, რომ შეინარჩუნოს დაბალი რადიაცია შიგნით და რადიაციის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გაიჟონოს ღუმელის შუშის კარიდან, გაცილებით დაბალია საერთაშორისო სტანდარტებზე.



მსგავსი ინფორმაციები