გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 06-2024

ერზურუმის გიშერი

2098837
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 06-2024

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 06-2024        

ილქერ თაშქინ

ერზურუმის გიშერი

რეგისტრაციის თარიღი: 19.03.2012

ერზურუმი, თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელიც ცნობილია „გიშერით“ (Oltu taşı). გიშერი განსაკუთრებით გამოიყენება როზარების და ორნამენტების წარმოებაში და სახელწოდებას იღებს ოლტუს რაიონიდან. 2012 წელს, ოლტუს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განაცხადის საფუძველზე გიშერი, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. გიშერი წარმოიქმნება ღვიის ხის ნამარხების მიწის ქვეშ გამკვრივების შედეგად. გიშერის ყველაზე თვალსაჩინო თვისება  არის ის, რომ მიწიდან ამოღებისას ძალიან რბილი ნივთიერებაა და, ის ამ სირბილეს ინარჩუნებს მანამ, სანამ არ ექვემდებარება ჰაერს. იგი, სირბილის პროცესში ადვილად ემორჩილება დამუშავებას. გიშერი ძირითადად შავი, ზოგჯერ მუქი ყავისფერი, იშვიათად ნაცრისფერი და მწვანე ფერებისაა. გიშერი, რომელიც ადამიანის შრომით ძნელად მოიპოვება მცირე კარიერებიდან, ძირითადად გამოიყენება ლოცვის მძივების დასამზადებლად, მაგრამ, მყიფე სტრუქტურის გამო, მისი დამუშავება მოითხოვს ინტენსიურ შრომას და ოსტატობას. ითვლება, რომ გიშერი ამცირებს სტრესს ნეგატიური ენერგიის აღმოფხვრის გზით. ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო გიშერი გამოიყენება შაკიკის სამკურნალოდ ალტერნატიული მედიცინის სფეროში.



მსგავსი ინფორმაციები