იმიტომ რომ - 6 - 2024

ძილის მოწესრიგებული რეჟიმი

2097858
იმიტომ რომ - 6 - 2024

იმიტომ რომ - 6 - 2024

იმიტომ რომ - 6 - 2024

ძილის მოწესრიგებული რეჟიმი

დღეს გვსურს გესაუბროთ ძილზე, ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებაზე, რომლის შესრულებასაც რომც მოვინდომოთ, მაინ ვერ ავიცილებთ თავიდან. მართლა, კარგად გეძინათ? ვიწყებთ კითხვით: "მე ძილის მოწესრიგებული რეჟიმი მაქვს იმიტომ რომ"

თუ კარგად არ გეძინათ, ის, რასაც ჩვენ გეტყვით, არ გასცდება გარკვეულ სიხშირეზე ხმოვანი ტალღების არსებობას. ის, რაც გესმით, გაუჭირდება თქვენს გონებას აღიქვას, რადგან ისევე ეხება ძილი ჩვენი სხეულის დანარჩენ ნაწილს, როგორც ჩვენი ტვინის ფუნქციონირებას...

ველური არსებები არეგულირებენ ძილს მათი კვების და დაცვის საჭიროებების შესაბამისად. მაგალითად, კატებს ურჩევნიათ დღისით დაძინება და დასვენება და ღამით ნადირობა, რადგან ისინი ბუნებაში მტაცებლებს დღისით უკეთ ხედავენ. ჩვენ, როგორც ადამიანებს, ცივილიზაციის მიერ მოტანილი კომფორტის გამო, შეგვიძლია 24-საათიანი დღის განმავლობაში ვიძინოთ როცა გვინდა...

თუმცა, ჩვენი ტვინის და სხეულის სტრუქტურას სჭირდება გარკვეული რაოდენობის ძილი დღის გარკვეულ მონაკვეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მტაცებლებისგან დამალვა ან სხვა ცხოველების მსგავსად მტაცებლის დევნა, ჩვენი სხეული დღე-ღამის ბალანსს დღის სინათლის მიხედვით არეგულირებს. ჩვენს ტვინში არის მთავარი საათი, რომელმაც კარგად იცის დრო. ეს საათი გვეხმარება დილით გაღვიძებაში და ღამით დაძინებაში. დღის სინათლე მთავარი საათის საუკეთესო მეგობარია. სინათლე უზრუნველყოფს ჩვენი მთავარი საათის ბალანსს. ადამიანები D ვიტამინს, რომელსაც საკვებიდან ვერ იღებენ, მზისგან იღებენ,  ამიტომ მზიან საათებში ფეხზე დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ძილი არეგულირებს ნეირონების განაწილებას ტვინიდან სხეულში. ნეირონებს, რომლებიც აგვარებენ ყველაფერს, რაც ხდება სიფხიზლის დროს, აქვთ შესაძლებლობა მოწესრიგდნენ მაშინ, როცა ჩვენ გვძინავს. სიფხიზლის დროს ტვინი ფუტკრის მსგავსად მუშაობს. ის მუდმივად ამყარებს მეხსიერების ახალ კავშირებს. ამისათვის საჭიროა გლუკოზა, რომელიც არის ტვინის საწვავი. როცა გვიანობამდე ვფხიზლობთ, ნეირონები იღლებიან და იბნევიან. მას აღარ შეუძლია მეხსიერების შენახვა.

ძილი ასუფთავებს ტვინში დღის განმავლობაში დაგროვილ ნაგავს. გლუკოზა, რომელიც არის ჩვენი ყველა მოძრაობის საწვავი, უფრო მეტად გადაეცემა ტვინს, რადგან ჩვენ არ ვმოძრაობთ ძილის დროს. ამ გზით ტვინი ინახავს მისთვის საჭირო ინფორმაციას და ასუფთავებს არასაჭირო ინფორმაციას.

მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, რომელთა ჩამოთვლა შეუძლებელია ამ შეზღუდულ დროში, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი ისეთივე ძირითადი მოთხოვნილებაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, როგორც კვება.



მსგავსი ინფორმაციები