გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 67-2023

საქარიის თარაქლის ხორბლის დესერტი

2075631
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 67-2023

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 67-2023        

ილქერ თაშქინ

საქარიის თარაქლის ხორბლის დესერტი

რეგისტრაციის თარიღი 27.07.2021

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ საქარიას თარაქლის რაიონი ძალიან ავთენტური დესერტით არის ცნობილი. საქარიას სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, თარაქლის ხორბლის დესერტი“, 2021 წელს გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. დესერტის წარმოებისას რეგიონში მოყვანილი ხორბალი ჯერ  გარკვეულ ტემპერატურულ და ტენიან გარემოში ნაწილობრივ გაღვივების პროცესს გადის. გაღვივებულ ხორბლის ყლორტებს დროდადრო ურევენ, რათა არ აირიოს ერთმანეთში. ბალახებს, რომლებიც სპეციალურად მწიფდება დესერტისთვის, რომელიც მოითხოვს ოსტატობის უნარს მისი დამზადების ყველა ეტაპზე, შემდეგ ათავსებენ ქვის ჯამში და ხის ჩაქუჩის დარტყმით იღებენ წვენს. მიღებულ ხორბლის წვენს ემატება მცირე რაოდენობით წყალი და საფუძვლიანად ურევენ. 5 კილოგრამ ხორბალს ემატება დაახლოებით ნახევარი ლიტრი წყალი და ამ ნარევს ადუღებენ შეშის ცეცხლზე დიდ სპილენძის ქვაბში. ამის შემდეგ ნარევს ემატება ცოტა ხორბლის ფქვილი, სანამ არ მიაღწევს ნაღების კონსისტენციას. დუღილის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ თხევადი ნარევი არ შესქელდება. ამ ეტაპის შემდეგ თარაქლის ხორბლის დესერტის ფერი მუქდება. შემდეგ კი მას შუშის ქილებში ასხამენ. აღნიშნულ დესერტს ხშირად ამზადებენ, ზაფხულის მოსვლის აღსანიშნავი დღესასწაულის „ხიდირელლეზი“-ს, ქორწილების და სხვა დღესასწაულების დროს. გრილ და მშრალ გარემოში მზის სხივების ზემოქმედების გარეშე მისი შენახვა შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში.



მსგავსი ინფორმაციები