კაპიტნის დღიური 33-2023

იზმითი

2050014
კაპიტნის დღიური 33-2023

კაპიტნის დღიური 33-2023

ნესლიჰან დეღირმენჯიოღლუ

იზმითი

იახტა „გეზგინთან“ ერთად ვაგრძელებთ მოგზაურობას თურქეთის ზღვებში. ქოჯაელში მოგზაურობას დღეს გავაგრძელებთ სახმელეთო გზით და არა გემით. შეიძლება გახსოვთ, რომ ბოლოს ვნახეთ მაშუკიე, თავისი მომხიბლავი ბუნებით, მარმარილოს ყურის და საფანჯას ტბის ხედებით. იმ ადგილს, სადაც დღეს მივდივართ, ნახევარი საათის სავალია, ამიტომ გეზგინი პორტში კიდევ ცოტა ხანს დაგველოდება.

დღეს ჩვენი მოგზაურობა გაგრძელდება იზმითისკენ, რომელიც მდებარეობს მარმარილოს ყურეში.

იზმითი, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე ყურეში მდებარეობს. თავისი კლიმატით, წყლის რესურსებით, ნაყოფიერი ნიადაგით, ის ყოველთვის იყო დასასახლებლად სასურველი ადგილი. იზმითის შავ ზღვასთან სიახლოვე და ყურის პრივილეგირებული მდებარეობა ამ ადგილს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის. დღევანდელი იზმითი დაარსდა ნიკომიდიაზე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომის იმპერიის დედაქალაქი იყო. ბოლო წლებში იზმით-ჩუქურბაღში ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს ძალიან მნიშვნელოვანი ნამარხები, როგორიცაა ქანდაკებები, ფერადი მარმარილოს რელიეფები და მოზაიკის იატაკის საფარი, რომლებიც დაკავშირებულია იმპერიული სასახლის კომპლექსთან. ჩუქურბაღში აღმოჩენილი ნამარხები, რომაული პერიოდიდან დღემდე ყველაზე კარგად შემონახულ ნიმუშებს შორისაა. დარწმუნებული ვარ, ყველა რელიეფი, რომელიც აქამდე გინახავთ, თეთრი მარმარილოსგან იყო დამზადებული. ალბათ გაგიკვირდათ, როცა ფერადი რელიეფები ვახსენეთ. თუმცა, იმ პერიოდში რელიგიური დაწესებულებების იატაკის საფარები მოხატული იყო ძალიან გასაოცარი ფერებით როგორც ძველ ბერძნულ, ისე რომაულ პერიოდში. ჩუქურბაღში აღმოჩენილი რელიეფები ამ მდგომარეობის საუკეთესო დასტურია. მოდით გავემართოთ ქოჯაელის არქეოლოგიის მუზეუმისკენ ამ შთამბეჭდავი ნიმუშების სანახავად.

იზმითში ხეტიალისას ოსმალეთის ხანის უამრავ ნაგებობას წავაწყდებით. მათგან ყველაზე გასაოცარი და მნიშვნელოვანი არის კასრ-ი ჰუმაიუნის სასახლე. ეს არის პირველი სასახლე, რომელიც აშენდა სტამბოლის გარეთ. სასახლე თავისი არქიტექტურული მახასიათებლებით წააგავს სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეს. მოდით, უფრო ახლოს მივხედოთ ეს შენობა, რომელიც დღეს „მონადირეობის სასახლის მუზეუმს“ ემსახურება.

ახლა დროა დავტოვოთ ქალაქის ცენტრი და გავემართოთ ბუნებაში. იმიტომ რომ, იზმითში არის შთამბეჭდავი ბუნებრივი ლამაზმანები.

ჩვენი პირველი გაჩერება არის პარსიკის მღვიმე, რომელიც ყურადღებას იპყრობს დამლათაშის წარმონაქმნებით. ეს მღვიმე შთამბეჭდავი ადგილია თავისი სტალაქტიტებით, სტალაგმიტებითა და ხახვის ფორმის წვეთოვანი ქვებით და მღვიმეში კვლავ გრძელდება წვეთოვანი ფორმირება. აქედან სასწრაფოდ მივდივართ ბეშქაიალარის ბუნების პარკში. ბეშქაიალარი იზიდავს ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულებს თავისი პლატოებით, გამოქვაბულებით, კანიონით და თვალწარმტაცი ხედით.

ნუზეთიეს ჩანჩქერი ელოდება მათ, ვინც ეძებს რთულ სალაშქრო მარშრუტს. აქ სიარულისას ჩიტების ხმები ერევა წყლის ხმას. ჩანჩქერზე ჩამოედინება ყინულივით ცივი წყალი.

აქედან გადავდივართ ბალიქქაიალარის ბუნებრივ პარკში, სადაც პირველად დაიწყო კლდეზე ცოცვა თურქეთში. ბალიქქაიალარის ბუნების პარკი პირველი ადგილია, როცა საქმე კლდეზე ცოცვას ეხება. აყვავებულ მწვანე ხეობაში კირქვისგან დამზადებული კლდეები უკიდურესად შესაფერისია კლდეზე ცოცვისთვის. ეს ადგილი სკოლას ჰგავს მათთვის, ვინც კლდეზე ცოცვას პირველად სწავლობს. ვისაც გამოცდილება არ აქვს ამ სფეროში, აუცილებლად უნდა გააკეთოს კლდეზე ცოცვა ინსტრუქტორის თანხლებით. ბალიქქაიალარის ბუნებრივ პარკში კლდეზე ცოცვის მოყვარულთა გარდა, ალპინისტური კლუბები და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებიც ვარჯიშობენ. მაშინაც კი, თუ კლდეზე ცოცვა არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველა თქვენი უბედურება და დრო ამ ულამაზეს ხეობაში თქვენს გვერდით მომდინარე ნაკადულზე ლაშქრობით გაატაროთ.

მიუხედავად იმისა, რომ სერინდერეს კანიონი, ქოჯაელის ყველაზე რთული კანიონია, შეუცვლელი მისამართია მათთვის, ვისაც ბუნებასთან სრულიად მარტო ყოფნა სურს.„ ჩვენ არც დრო გვაქვს და არც ძალა, რომ ვნახოთ იგი. იმიტომ რომ დღეს საკმარისად დავიღალეთ. რას იტყვით ჩვენს ნავში დაბრუნებაზე?


საკვანძო სიტყვები: #იზმითი , #კაპიტნის დღიური

მსგავსი ინფორმაციები