გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 24-2024

ქუთაჰიის სიმავის ხელნაკეთი ხალიჩა

2152004
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 24-2024

ქუთაჰიის სიმავის ხელნაკეთი ხალიჩა

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 24-2024        

ილქერ თაშქინ

ქუთაჰიის სიმავის ხელნაკეთი ხალიჩა

რეგისტრაციის თარიღი: 01.09.1996

თურქეთის ეგეოსის ზღვის რეგიონში მდებარე ქალაქ ქუთაჰიას სიმავის რაიონის საპატივცემულოდ, შექმნილი „სიმავის ხელნაკეთი ხალიჩა“, ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, რომელიც 1996 წელს მუნიციპალიტეტის განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში წლების განმავლობაში შეიმჩნევა ძაფებისა და ხალიჩების წარმოებაში ცვლილებები, მათი ქსოვა ყოველთვის ინარჩუნებდა მნიშვნელოვან დარგის სტატუსს, როგორც ცენტრში, ასევე სოფლებში. სიმავის ხელნაკეთი ხალიჩების კიდეები ბამბისგან, ხოლო ძირითადი ნაწილი რეგიონში გავრცელებული წვრილფეხა პირუტყვის მატყლისგან მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ მატყლის ძაფები წარსულში მადრით იყო შეღებილი, დღეს ქიმიურ საღებავებსაც იყენებენ, ხალიჩის ზომის მიხედვით. რაც შეეხება ფერებს, სასურველია ყვითელი, ლურჯი და ყავისფერი. სიმავის ხელნაკეთ ხალიჩებში ყველაზე ხშირად გამოყენებული მოტივებია ფოთლები, ყვავილები, ჩიტები და ვარდები. ხალიჩებს ადგილობრივი სახელწოდებები აქვთ, როგორიცაა „ლებლები კანფეტი“, „კუთხოვანი მუცელი“ და სხვა. ოსტატობას დიდი მნიშვნელობა აქვს სიმავის ხალიჩების წარმოებაში, რომლის ქსოვა შესაძლებელია სხვადასხვა ზომის ერთი კვადრატული მეტრიდან 85 კვადრატულ მეტრამდე. ხალიჩის დამზადების ძირითად ნაწილში დასაქმებული არიან ქალები. გარდა იმისა, რომ სიმავის ხალიჩები იწარმოება ყოველდღიური გამოყენებისთვის სახლებში, ასევე იწარმოება დიდი ზომის სამუშაო ადგილებისთვის, ოფიციალური დაწესებულებებისთვის და მეჩეთებისთვის. ხალიჩები ასევე წარმოადგენს რაიონის ყველაზე ცნობილ საექსპორტო პროდუქტს.



მსგავსი ინფორმაციები