მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 54 - 2023

ყურძნის ბაქმაზის სასარგებლო თვისებები

2035397
მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 54 - 2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 54-2023

მკურნალობა ბუნებრივი მეთოდებით 54 – 2022-2023

გადაცემა მომზადებულია ექიმ მეჰმეთ უჩარის მიერ

ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაა: ყურძნის ბაქმაზის სასარგებლო თვისებები

ყურძნის ბაქმაზი არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკვები მასში შემავალი ანტიოქსიდანტებისა და მინერალების კუთხით.

ყურძნის ბაქმაზი დეპრესიის წინააღმდეგ

თუ რეგულარულად მოიხმართ, ის ხელს უწყობს დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის გაუმჯობესებას მასში შემავალი მაგნიუმის წყალობით. მაგნიუმი, რომელიც უხვად არის ბაქმაზში, ამშვიდებს ნერვებს და ზრდის სეროტონინის გამომუშავებას, რომელიც ცნობილია როგორც ბედნიერების ჰორმონი. ეს სერიოზულად ეხმარება ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მაგნიუმის მიერ ძილის რეგულირების უნარს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შაქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

აძლიერებს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას

ყურძნის ბაქმაზი მდიდარია კალციუმით. კალციუმს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იგი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე უხვი მინერალია, გვხვდება ძვლებში და კბილებში. კალციუმი არის მინერალი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია ოსტეოპოროზის წინააღმდეგ.

ბაქმაზი ასევე არის რკინის, სელენისა და სპილენძის კარგი წყარო, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებას.

არეგულირებს არტერიულ წნევას და გულის ჯანმრთელობას

ბაქმაზში შემავალი კალიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის დაბალანსებას. ერთის მხრივ, კალიუმი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნატრიუმის გამოსვლას, რაც იწვევს არტერიულ წნევას, მეორე მხრივ კი, აფართოებს ჩვენს ვენებს და ამცირებს არტერიულ წნევას.

გარდა ამისა, კალიუმი არის კარგი ელემენტი, რომელიც ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

არეგულირებს ნაწლავების ჯანმრთელობას

ყურძნის ბაქმაზი ეფექტური საკვებია შეკრულობის წინააღმდეგ.

შეიძლება შეამციროს კიბოს რისკი

ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი უმეტესად წითელ ყურძენში გვხვდება. ამიტომ ბაქმაზი არის ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები. ეს ნივთიერება ხელს უშლის კიბოს უჯრედების გაყოფას, გამრავლებას და გავრცელებას. ასევე ითვლება, რომ ეს აქტიური ნივთიერება ამცირებს გვერდითი ეფექტებს, რომლებიც წარმოიქმნება სიმსივნის მკურნალობის დროს.

ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას

ანტიოქსიდანტებს აქვთ დადებითი გავლენა კანის ჯანმრთელობაზე. მას შეუძლია ხელი შეუწყოს თქვენი კანის დაბერების პროცესის შენელებას თავისუფალი რადიკალების შეჩერებით, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს კანი.

შეიძლება კარგი იყოს რკინის დეფიციტისთვის

ვინაიდან ყურძნის ბაქმაზი შეიცავს რკინას, მისი გამოყენება შესაძლებელია რკინის დეფიციტის წინააღმდეგ.

შეიძლება კარგი იყოს პრემენსტრუალური დაძაბულობისა და მენოპაუზის სიმპტომებისთვის

ყურძნის ბაქმაზის მირთმევით მიღებული მაგნიუმი ეფექტურია სპაზმების, თავის ტკივილისა და განწყობის პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებმაც შესაძლოა მენსტრუაციამდე იჩინოს თავი. ეს სიმპტომები, რომლებიც ვლინდება პრემენსტრუალური დაძაბულობის დროს, შეიძლება გამოვლინდეს მენოპაუზის დროსაც. ამის გამო ყურძნის ბაქმაზში შემავალმა მაგნიუმმა შეიძლება ხელი შეუწყოს მენოპაუზის დროს სიმპტომების შემცირებას.

შეიძლება კარგი იყოს ანთებითი რევმატიზმისთვის (რევმატოიდული ართრიტი)

ბაქმაზში შემავალი ანტიოქსიდანტები ეფექტურია ანთების საწინააღმდეგოდ. ამის გამო მისი მოხმარება შეიძლება განსაკუთრებით კარგი იყოს ანთებითი რევმატიზმის დროს.

როგორ მოვიხმაროთ ყურძნის ბაქმაზი?

ყურძნის ბაქმაზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია რეგულარული მოხმარებისას. რეკომენდირებულია ყოველ დილით რეგულარულად დალიოთ 2 სუფრის კოვზი. ცნობილია, რომ ამ გზით რეგულარულად მოხმარებისას ის აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმს საჭირო მინერალებით.



მსგავსი ინფორმაციები