გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 49-2023

ქირშეჰირის ჩულამა

2022193
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 49-2023

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 49-2023        

ილქერ თაშქინ

ქირშეჰირის ჩულამა

რეგისტრაციის თარიღი 01.12.2017 

თურქეთის ცენტრალური ანატოლიის რეგიონში მდებარე ქალაქ ქირშეჰირს აქვს ისტორია, რომელიც დათარიღებულია ხეთების იმპერიიდან, როგორც დასახლების არეალი. ქირშეჰირი, რომელიც მდებარეობს ანატოლიის ცენტრში და აქვს მრავალი რეგიონალური მახასიათებელი, ასევე აქვს საკვების სახეობა, სახელწოდებით, „ქირშეჰირის ჩულამა“, რომელსაც აქვს განსხვავებული მომზადების პროცესი. ქირშეჰირის ჩულამა, რომლის მომზადებაშიც ქათმის ხორცი გამოიყენება, 2017 წელს აჰილერის განვითარების სააგენტოს განცხადების საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ქათამს ჯერ ცალკე ქვაბში ხარშავენ და წყალს ფილტრავენ. ქვაბში ჯერ 2 ჭიქა ფქვილს და ნახევარი ჩაის ჭიქა მზესუმზირის ზეთს ხალავენ, სანამ ფქვილი არ გახდება ვარდისფერი. როცა შემწვარი ფქვილი გაცივდება, 8 ჭიქა ქათმის ბულიონს ნელ-ნელა უმატებენ ფქვილს გასათხელებლად. ამის შემდეგ მარილს და ტომატის პასტას უმატებენ და ადუღებენ ჟელეს კონსისტენციის მიღებამდე. ამ პროცესის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ცომი არ გაფუჭდეს. შემდეგ ნარევს იღებენ გაზქურიდან და ასხამენ ბრტყელ თეფშზე, მოხარშულ ქათმის ხორცს კი აჭრიან და ათავსებენ წინასწარ მომზადებულ ნარევს დასაფარავად. კერძს მიირთმევენ ცხელი კარაქით და მასში დამატებული წითელი წიწაკით. 



მსგავსი ინფორმაციები