გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 28-2023

ბილეჯიქის ოსმალური კომშის ლუხუმი

1960253
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 28-2023

ბილეჯიქის ოსმალური კომშის ლუხუმი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 28-2023        

ილქერ თაშქინ

ბილეჯიქის ოსმალური კომშის ლუხუმი

თურქეთის მარმარილოს რეგიონში მდებარე ქალაქ ბილეჯიქის ოსმანელის რაიონის სახელით ცნობილი, „ბილეჯიქის ოსმალური კომშის ლუხუმი“, 2021 წელს ბილეჯიქის სავაჭრო-სამრეწველო პალატის განაცხადის საფუძველზე გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი. ტკბილეულის დასამზადებლად, ყოველი წლის ნოემბერსა და დეკემბერში რეგიონის ბაღებიდან დაკრეფილ კომშს ფარშის მანქანაში ატარებენ და 75 °C-ზე 7 წუთის განმავლობაში ადუღებენ. ამასობაში ცალკე ქვაბში ათავსებენ სახამებელს, შაქარს, სასმელ წყალს და ლიმონმჟავას. ამ ნარევს კი ადუღებენ 2 საათის განმავლობაში, განუწყვეტლივი რევით. ნარევს უმატებენ ადრე მომზადებულ კომშის პიურეს და ადუღების პროცესი გრძელდება დაახლოებით კიდევ 2 საათის განმავლობაში. დუღილის პროცესის დასრულების შემდეგ ნარევს ოთახის ტემპერატურაზე 8 საათის განმავლობაში ტოვებენ. გაციებული ტკბილეულის მასას იღებენ მარმარილოს დახლებზე და ზედაპირს აყრიან ქოქოსს და ამზადებენ დასაჭრელად. ტკბილეული იჭრება კუბიკებად სპეციალური საჭრელი მაკრატლით და ისევ ქოქოსით იფარება. იმ შემთხვევაში თუ კომშის ლოხუმი შეინახება მშრალ პირობებში, 6 თვის განმავლობაში ძლებს. მისი მირთმევის დროს ლოხუმი ხილის გემოს შეგრძნებას ტოვებს ადამიანში.



მსგავსი ინფორმაციები