გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 19-2023

ბალიქესირის ჰოშმერის ტკბილი

1931173
გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 19-2023

ბალიქესირის ჰოშმერის ტკბილი

გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციები 19-2023        

ილქერ თაშქინ

ბალიქესირის ჰოშმერის ტკბილი

თურქეთის ქალაქი ბალიქესირი, რომელსაც აქვს სანაპიროები  ეგეოსის და მარმარილოს ზღვებზე, ცნობილია თავისი ისტორიითა და გეოგრაფიით. ბალიქესირი, ოსმალეთის პერიოდიდან მოყოლებული ასევე განთქმულია კერძებითა და დესერტებით. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ბალიქესირის ჰოშმერის ტკბილი გახლავთ. ბალიქესირის ჰოშმერის ტკბილი, 2011 წელს, ბალიქესირის შეფ-მზარეულებისა და ხორცის პალატის მიერ შეტანილი განაცხადის საფუძველზე, გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე თურქული პროდუქციების სიაში იქნა შეტანილი.

ჰოშმერის ტკბილი მზადდება უმარილო ყველით, შაქრით, სემოლინით, კვერცხის გულითა და საღებავების მოხარშვით. მისი მომზადების დროს 1 კილოგრამი უმი რძე დუღდება მცირე რაოდენობით, შედედებამდე. მას შემდეგ, რაც რძე შედედდება, მას ურევენ მიქსერით, რათა უზრუნველყონ დესერტის წვრილ ნაჭრებად დაყოფა. ნარევის შრატის გაცხელების დაწყებისას მასში 1 კვერცხის გული ემატება. როდესაც შრატი 65 გრადუსს მიაღწევს, დაახლოებით 700 გრამი შაქარი, ხოლო 85 გრადუსზე კი 150 გრამ ჰოშმერის ტკბილს უმატებენ და საათნახევარი ხარშავენ.

ბალიქესირის ჰოშმერის ტკბილს ცივს მიირთმევენ.



მსგავსი ინფორმაციები